11თავი

595 52 2
                                    

- ლისა შენ სეჰუნი ისევ გიყვარს მითხრა ჯენიმ.
- არ ვიცი ჯენი მგონი ისევ მიყვარს.
სეჰუნი ირინეს დაემშვიდობა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ისა, ლისაა მე მეჩქარება გავიქეცი მითხრა ჯენიმ და ირონიულად ჩამიცინა.
- ჰეი ლისა როგორ ხარ?
(სეჰუნი)
- როგორც ხედავ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
- ლისა ნუ ცდილობ მაჩვენო რომ ბედნიერი ხარ, თვალები გაქვს სევდით სავსე. (სეჰუნი) სეჰუნი მართალი იყო.
- ნუ ნერვიულობ სეჰუნ, უშენობას არ შევიმჩნევ გპირდები, ნიჭიერი მატყუარა ვიქნები. ვუთხარი სეჰუნს და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- ანუ შენ კიდევ განიცდი უჩემობას ხოო მითხრა იმედიანი სახით.
- არა სეჰუნ.
- მაშინ ეს სიტყვები რას ნიშნავს. (სეჰუნი)
- არ ვიცი. ისე ვთქვი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, შეუძლებელია დაივიწყო ის ადამინანი რომელმაც ერთხელ მაინც გაგრძნობინა რომ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ. (მე)
- ლისა მე მართლა ვერსდროს დაგივიწყებ, რადგან მართლა მიყვარხარ. რატომ არ გჯერა?
(სეჰუნი)
- სეჰუნ მე იმ დღის შემდეგ, ისე ვერასდროს გენდობი როგორც ადრე.
- ლისა მე შევეცდები ისევ მოვიპოვო შენი ნდობა და ამისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
მისთვის აღარაფერი მითქვამს. კაფეტერიიდან გავედი და კაბინეტში შევედი.
ლექტორი იქ იყო. ბოდიში მოვიხადე და ჩემს ადგილზე დავჯექი.

*სეჰუნ*

უკვე სახლში ვარ. ბიჭები დროებით ჩემთან რჩებიან, რადგან ერთი კვირა სახლში მარტო ვარ.
- ვინმე ისეთი გვჭირდება ვისაც ლისა ენდობა, აი მაგალითად ჯენი. (ბექიონი)
- ხოო მართალი ხარ. ახლავე მას დაურეკე სეჰუნ ( ჯიმინი)
ჯენის დავურეკე.
- გისმენთ.
- ალო, ჯენი მე ვარ, სეჰუნი შეგიძლია ჩემ სახლში მოხვიდე? ძალიან გთხოვ.
- კარგი, მაგრამ ლისას არაფერი უთხრა.
ჯენი მალევე მოვდა ჩემ სახლში.
- შემოდი ჯენი.
- აბა რა ხდება? (ჯენი)
- შენი დახმარება მჭირდება. ლისა მართლა ძალიან მიყვარს, მე მის მიტოვებას არ ვაპირებდი, რომ არა მამაჩემი. მამაჩემა მითხრა რომ ჩვენი ოჯახის წევრი ვერ მოიყვანდა ცოლად ისეთ ადამიანს რომელიც მდიდარი არ იქნებოდა, მართალია ლისა ღარიბი არ იყო, მაგრამ მამაჩემმა მაინც ამიკრძალა მასთან ურთიერთობა მან მითხრა რომ თუ ლისას არ დავშორდებოდი, ლისას და ლისას ოჯახს კარგი დღე არ დაადგებოდათ ამაში კი მან იგულისხმა რომ ლისას და მის ოჯახს მიწასთან გაასწორებდა. მე სხვა გზა არ მქონდა. ამერიკაში წავედი. ერთ დღეს ლისას და შენი ფოტოები ვნახე ჟურნალში, ისიც გავიგე რომ ლისას ოჯახმა ბიზნესი წამოიწყო, ლისა კი ფოტომოდელი გახდა. ჩემთვის ლისას ფულს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ის ისეთი შემიყვარდა როგორიც იყო. გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და ლისა დამებრუნებინა, მაგრამ შენი დახმარების გარეშე ვერ შევძლებ.
- სეჰუნ მისმინე, მე დაგეხმარები, მაგრამ თუ ეს ტყუილია გეუბნევი მართლა ინანებ ამას.
- ჯენი, მენდე გთხოვ. (მე)
- აჰჰ კარგი (ჯენი)
- ოჰოო ეს ვინ მოსულა, ჯენი არ გინდა დღეს პარკში წავიდეთ. (ბექიონი)
- კარგი, მაგრამ ზეგ დღეს და ხვალ არ მცალია.
- ოქეიი (ბექიონი)
- მოკლედ სეჰუნ, ჩვენ უნდა გავიგოთ ლისას მართლა უყვარხარ თუ არა. ამიტომ დაგვჭირდება ვინმე ისეთი გოგო რომელსაც ენდობი. არის ასეთი ვინმე? (ჯენი)
- კიი, მეი(მე)
- ხო კარგი. 2 დღე მასთან უნდა იყო და თუ ამ ორი დღის განმავლობაში ლისა არ იეჭვიანებს, მაშინ მას არ უყვარხარ. (ჯენი)
- კარგი ხვალიდან მოქმედებაზე გადავდივართ. (მე)
-აიშშ სულ დამავიწყდა, ლისას ჩანთა გამყვა და უნდა მივუტანო. მისი ჩანთა ავიღე, მაგრამ ჩანთა გახსნილი ყოფილა და ჩანთიდან წიგნები გადმოცვივდა.
- ჯანდაბა ვთქვი და წიგნების ჩალაგება დავიწყე. უცებ ის სამაჯური დავინახე რომელიც ლისას ვაჩუქე და სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა.
- ესეიგი მას ისევ აქვს დავიყვირე.
- კი სეჰუნ მას ეს სამაჯური, ისევ აქვს და სანამ შენ მოხვიდოდი ხელიდან არ მოუხსნია.
- მმართლა? (მე)
- ხო სეჰუნ მართლა, ახლა კი ჩემი წასვლის დროა, ნახვამდის.
- ნახვამდის (თეჰიონი)
- მოიცა დამელოდე ერთად გავიდეთ ლისას ჩანთა უნდა მივუტანო ვუთხარი და ერთად გავედით. მე ლისასთან წავედი, ჯენი კი თავის სახლში.
კარზე დავაკაკუნე. კარები ლისამ გამიღო.
- აი შენი ჩანთა ვუთხარი და გავუღიმე
- მადლობა მითხრა და კარები მომიჯახუნა.
* ლისა *

დილით გვიან ავდექი, მაშინვე გავემზადე და უნივერსიტეტში წავედი.

გარეთ წვიმდა.
პირველ ლექციას ვერ მივუსწარი, ამიტომ მეორე ლექციაზე შევედი. ლექტორმა სეჰუნის გვერძე დამსვა. ჩემდაგასაკვირვად სეჰუნმა ზედაც არ შემომხედა, რაზეც ცოტა გავბრაზდი. დასვენება დაიწყო, დღეს ჯისუ და როსე უნივერსიტეტში არ იყვნენ, ამიტომ მე და ჯენი ერთად ვსეირნობდით უნივერსიტეტის ეზოში. უცებ დავინახე სეჰუნი რომელიც მეისთან იჯდა და რაღაცაზე იცინოდნენ. მათ დანახვაზე გავმწარდი.
- ჯენი იმ იდიოტებს შეხედე რა? (მე)
- რაიყო ეჭვიანობ? თუ ეჭვიანობ წადი და პირში უთხარი სეჰუნს ყველაფერი.
- არა სულაც არ ვეჭვიანობ. უხდებისნ ერთმანეთს.
მთელმა ლექციებმა უაზროდ ჩაიარა, მეი და სეჰუნი სულ ერთად იყვნენ. მე და სეჰუნი უნივერსიტეტიდან ერთად წამოვედით.
- სეჰუნ არ გეგონოს რომ გაპატიე, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ მითხრა ცივად სეჰუნმა.
- მართალია გული მატკინე, მაგრამ არ ვნანობ რომ გაგიცანი და იცი რატომ? შენ ყველაზე ბედნიერი წამები მაჩუქე სეჰუნ. ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.
- ლის ტირი? (სეჰუნი)
- აჰჰ არაფერია, ნუ ნერვიულობ (მე)
სეჰუნმა თბილად გამიღიმა და გზა განვაგრძეთ.

მალევე სახლში მივედი. სულ სეჰუნზე ვფიქრობ. სახლში ჯდომა მომბეზრდა და გადავწყვიტე წვიმიან ამინდში გარეთ გამესეირნა. ციოდა, მაგრამ მაინც დავდიოდი. წვიმდა, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ. აღარ ვიცი რა ვქნა. ერთადგილზე ვერ ვჩერდები, არ მინდა სეჰუნის დაკარგვა, რადგან ის ჯერ კიდევ მიყვარს.

ესეც ახალი თავი. იმედია მოგწონთ.

Vote&comment

TRUE LOVE (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ