დღეს გვიან გავიღვიძე. უნივერსიტეტში არ წავედი და გადავწყვიტე სარბენად წავსულიყავი. ჩავიცვი, ყურსასმენები გავიკეთე და სირბილი დავიწყე. როცა დავიღალე სახლში წავედი. სულ სეჰუნზე ვფიქრობ, აღარ ვიცი რა ვქნა. არ წავალ, ვერ ვაპატიებ, უბრალოდ არ შემიძლია. ხვალამდე დრო მაქვს. მე მიყვარს სეჰუნი, მაგრამ რომ არ წავიდე მას სამუდამოდ დავკარგავ. სახლში მივიედი, გამოვიცვალე და ფილმის ყურება დავიწყე. სახლში მარტო მე და იუტა ვიყავით. იუტაც შემომიერთდა. ბევრი ვიცინეთ, ძალიან ბევრი. სეჰუნიც დროებით გადამავიწყდა. შემდეგ მე და იუიტამ კომპიუტერული თამაშები ვითამაშეთ. ის რომ არა, დღევანდელ დღეს სულ სეჰუნზე ფიქრში გავატარებდი.
- ლისა რა გჭირს? ოჰჰ ამ იუტას ხო ვერაფერს გამოაპარებს ადამიანი. - არ მითხრა რომ სეჰუნი დაბრუნდა. (იუტა)
- ხო იუტა ის დაბრუნდა. მითხრა რომ ისევ ვუყვარვარ, ისიც მითხრა რომ ჩემი მიტოვება არ უნდოდა და ეს ყველაფერი მამამისმა აიძულა. მითხრა რომ ხვალ იმ ადგილას მოდი სადაც სიყვარული აგიხსენიო, თუ მოხვალ ესეიგი ისევ გიყვარვარ და თუ არ მოხვალ ესეიგი აღარ გიყვარვარო. რა ვქნა იუტა? (მე)
- გიყვარს? (იუტა)
- კი თან ძალიან (მე)
- ლისა მაშინ წადი და მიეცი კიდევ ერთი შანსი.
- მე, მე არ მინდა რომ წავიდე. (მე)
- ლისა მე ჩემი სათქმელი გითხარი და დანარჩენი შენ გადაწყვიტე. (იუტა)
დილით ადრე ავდექი, მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი.
გარეთ კარგი ამინდი იყო, დამცხა კიდეც. გოგოებს ჯერ კიდევ არ ველაპარაკებოდი.
- ლისა როგორ ხარ? (ჯენი)
- კარგად ცივად ვუთხარი.
- ისევ ნაწყენი ხარ? (ჯენი)
- კი თან ძალიან. ეგ როგორ გამიკეთეთ? (მე)
- ჩვენ შენი დახმარება გვინდოდა მაპატიე გთხოვ. მითხრა და ჩამეხუტა. მეც ჩავეხუტე.
- ანუ მაპატიე? მითხრა სიცილით ჯენიმ და ხელი ჩამკიდა.
- ხო, ხო გაპატიე ვუთხარი და ხელჩაკიდებულები გავიქეცით უნივერსიტეტში, თან ვიცინოდით.
შესასვლელთან გავჩერდით.
- ლისა რას აპირებ? წახვალ? (ჯენი)
- არ ვიცი, ჯენი (მე)
კაბინეტში შევედით. მე თეჰიონის გვერძე დავჯქი, მაგრამ ლექტორმა ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა.
სეჰუნი მთელი გაკვეთილი მე მიყურებდა ისეთი მზერით, თითქოს დარწმუნებული იყო იმაში რომ მე არ ვაპატიებდი და ბოლოჯერ მხედავდა.

YOU ARE READING
TRUE LOVE (დასრულებულია)
Teen Fictionეს ფიკი არის გოგონაზე, სახელად ლისაზე. ის გადადის ახალ სკოლაში. ლისა შეუყვარდება სკოლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭს, რომელიც გოგოებს ყოველდღე იცვლის.