ჰანას მხოლოდ ფილმებში ენახა მსგავსი სახლები,სახლი კიდევ ადვილად ნათქვამია უფრო სასახლეს გავდა.
– ეს შენი სახლია?
– არა,ჩემი მშობლების,– უთხრა გოგონას გამომეტყველებით გახალისებულმა ბიჭმა.
– რამნიშვნელობააქვს.–ჰანა თავდაპირველად ჭიშკარმა გააოცა რომელიც ნამჯუნის ხმაზე გაიღო, შემდეგ ეზოს ცენტრში მდგარმა შადრევანმა და ქანდაკებებმა რომლებიც ტოველ კუთხეში იდგა.– ამდენი ფული რომ მქონდეს გამარჯობას არ ვიტყოდი.– ბიჭმა გადაიხარხარა და გოგონას წინ ჩამოვარდნილი თმა ყურთან გადაუწია.
– იმდენი იწრიალე უკვე თმაც დაგეშალა.– გაწითლებულმა გოგონამ თმი სწორება დაიწეყო.
– კარგი ეხლა შეეშვი ეგრე უარესად არევ.
ქალმა კარები გააღო და გაშეშდა როდესაც დაინახა როგორ უსწორებდა მისი შვილი თმებს ვიღაც გოგოს.
– ნამჯუნ?!– ჰანამ ბიჭის ხელი სასწრაფოდ მოიშორა და ქალს თავი დაუკრა.
– გამარჯობა ქალბატონო,– ქალმა ჰანა შეათვალიერა, ცხვირი აიბზუა და შვილი სახლში შეიპატიჟა.
ჰანას მოლოდინები გამართლდა, შიგნიდან სახლი ულამაზესი იყო, კედლებზე ყოველ კუთხეში უზარმაზარი ნახატები ეკიდა.ქალი ნამჯუნს და ჰანას დინჯად მიუძღვებოდა და ბოლოს ვეებერთელა სუფრაზე აღმოჩდნენ.
– აბა,– დაიწყო ქალმა და ჰანას წინ ხელები გაუწკაპუნა.
– ჰანა,– გაღიზიანებულმა ნამჯუნმა ქალს გოგონას სახელი შეახსენა.
– ხო, ჰანა, მითხარი ერთმანეთი როგორ გაიცანით, მაინტერესებს რით მოხიბლე ჩემი ვაჟი,– ჰანა უხერხულად შეიშმუშნა, ბიჭი გოგონას ხელზე შეეხო და თვალით ანიშნა დამშვიდდიო, ჰანა დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა მაგრამ მადლობა მის ფანტაზიის უნარს მალევე მოაფიქრდა: