ქალი რომ გავიდა ნამჯუნს სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა.
– ხედავ? ნელ ნელა თვითონაც იჯერებს. – ბიჭმა გოგონასგან პასუხი რომ ვერ მიიღო საბანი ნელა გადახადა, ჰანას ჩასძინებოდა და სიცივემ რომ შეაწუხა მოიკუნტა და ბიჭს აეტუზა. ნამჯუნს სხეულში სითბო ერთიანად ჩაეღვარა.
დილით ჰანამ ადრიანად გაიღვიძა, გვერდით ნამჯუნი რომ დაინახა თავიდან შეკრთა მაგრამ შემდეგ იფიქრა ზედმეტი წრიალით არ გავაღვიძოო და საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. სახლში ყველას ეძინა და სამზარეულში ფეხაკრებით შევიდა,მაცივარი გამოაღო რომელიც გოგონას სიმაღლეს ორჯერ აღემატებოდა და საჭმელს თვალიერება დაუწყო.
– შენც საჭმლის მოსაპარად ხარ? – გოგონა შეხტა და კარებთან შუა ხნის კაცი დაინახა, უბრალო მაისური, შარვალი და ჩუსტები ეცვა, ალბათ ამ სახლის მოსამსახურებიდან ერთ ერთი იყო.
– დიდმა არჩევანმა დაგაბნია? ბურღულზე რას იტყვი? – კაცმა კარადა გამოაღო და კოლოფი ჩამოიღო.ჰანამ მაცივრიდან რძე გამოიტანა და ჯამების ძებნა დაიწყო.
– აქ ბურღულს არავინ ჭამს, ამიტომ ჩემს გარდა მსგავს ჯამებს არც არავინ იყენებს, გაგიჭრდება მოძებნა,– კაცმა კარადაში გადანახული ორი ცალი ჯამი აიღო და ჰანას რძე და ბურღული ჩაუყარა.
– იცი რძე არასდროს მიყვარდა მაგრამ ბურღულში რატომღაც მომწონს.– გოგონას გაეღიმა.
– არც მე მომწონს რძე. ბურღული გემოს უკარგავს და მაგიტომ ვჭამ,– კაცმა გoგონას საპასუხოდ გაუღიმა და გაეცნო.
– შეგიძლია ჯეონგი დამიძახო.
– სასიამოვნოა ბატონო ჯეონგ მე ჰანა ვარ.
–ჰანა?!– კაცმა გოგონა შეათვალიერა.– სასიამოვნოა შენი გაცნობა ჰანა.
გოგონამ კაცს ხელი ჩამოართა და მასთან ბაასი გააბა, კაცმა გოგონას თავის ჰობზე ჰკითხა რაზეც ჰანამ უპასუხო რომ მაინდამაინც აქტიური ჰობი არაფერი ჰქონდა მაგრამ წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენა უყვარდა.