7:30-ზე მაღვიძარა რეკავს. ,,There's Nothing Holdin Me Back" შონ მენდესის ამ სიმღერის ფონზე ვიღვიძებ ყოველ დილით.
ახალი გათენებულია და ჯერ კიდევ არ არის ცა და არემარე მზის თბილი სხივებით განათებული.
სწრაფად ვდგები და მაღვიძარას ვრთავ.ჩემს საწოლს ვალაგებ და ფანჯარას ვაღებ,რათა სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო.ფეხი საერთოდ აღარ მტკივა და იმედი მაქვს კვლავ არ გადავიბრუნებ ან საერთოდაც არ მოვიტეხავ.
სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ,შემდეგ კი ჩემს გარდერობს ვათვალიერებ.საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა იმის შესახებ,თუ რა უნდა ჩავიცვა.საბოლოოდ შავ მოკლე კაბას და ვინტაჟური სტილის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვარჩევ.ამ ყველაფერს შავ ტყავის ქურთუკს ვახამებ და ჩემი შედევრით კმაყოფილი ვიხედები სარკეში.საკუთარ თავს ვათვალიერებ და ფიქრების მორევში ვიძირები.კვლავ სემი და მისი ნათქვამი მახსენდება.ნეტავ რა უნდა მითხრას?!
ფიქრები მალევე ქრება,რადგანაც ტელეფონი მირეკავს.ვერონიკა რეკავს და მალევე ვპასუხობ.
-ჰეი!-მესალმება ვერონიკა.
-დილამშვიდობისა!-მეც ვესალმები.
-ნორა დღეს ჰელოუინის წვეულებაზე მივდივართ მე და ჯეიმი და იქნებ შენც წამოსულიყავი? 9 საათზე იწყება. გეიბის სახლში მოდი.
-კარგი... შეგხვდები დღეს...-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ.საუზმობის შემდეგ სახლიდან გავდივარ და სკოლაში მივდივარ.
ამ დღემაც ჩვეულებრივად ჩაიარა.სემი თითქმის არ მინახავს,მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი სკოლის კაფეტერიაში.მადლობა ღმერთს პიტერი დღეს სკოლაში არ იყო.მისი ქმედება და საერთოდ ის მაღიზიანებს.
სკოლის შემდეგ სახლში მივდივარ და წვეულებისთვის მზადებას ვიწყებ. წინა კვირაში ჰელოუინისთვის ,,სისხლიანი ექთნის"კოსტუმი ვიყიდე.
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...