თავი 12

473 44 2
                                    


დილით სკოლისთვის ვემზადები და საუზმობის შემდეგ სახლიდან გავდივარ. ჩემდა მოულოდნელად ვერონიკა ჩემი სახლის წინ მანქანას აჩერებს და მეძახის:-ნორა ჩაჯექი!

მანქანიოს კარს ვაღებ და წინა სავარძელზე ვთავსდები,შემდეგ კი ღვედს ვიკრავ.

-ჩემითაც წამოვიდოდი ვერო!

-მინდა,რომ მე წაგიყვანო.შენი მარტო დატოვება უკვე აღარ შეიძლება.-მეუბნება და ლოყაზე ნაზად მკოცნის.

-ქიმიის გამოცდაზე რა ქენი?

-ოჰ,ყველაფერმა კარგად ჩაიარა.-მპასუხობს და წინ იყურება.

-ძალიან კარგია...

-რა ხდება შენსა და სემს შორის არ მეტყვი?-მზერა ჩემსკენ გადმოაქვს და თან თვალს მიკრავს.

-არ ვიცი... გაურკვევლობაში ვარ,თუმცა დღეს სემს უნდა შევხვდე.-ვპასუხობ

-მოიცა რა? სად და რატომ?

-პარკში.რაღაც უნდა მითხრას,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი თქმით.

-ნორა სიმართლე მითხარი.-სერიოზულად მიყურებს ჩემი დაქალი.

-რასთან დაკავშირებით?

-სემის მიმართ რამეს გრძნობ?-მანქანას სკოლის პარკინგზე აჩერებს და სერიოზული გამომეტყველებით მეკითხება.

-ზუსტად არ ვიცი.

-რას ნიშნავს ზუსტად არ იცი?

-შეიძლება მიყვარს კიდევაც...

-ვიცი სემზე ცუდი წარმოდგენა მქონდა და გირჩევდი მისგან თავი შორს დაგეჭირა,მაგრამ ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა მაიძულეს,რომ მასზე წარმოდგენა შემეცვალა.ვფიქრობ,რომ ძალიან კარგი ადამიანია და ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეხვდე დღეს.

-მეც ასე ვფიქრობ...-ვპასუხობ ჩაფიქრებული.

-აბა შენ იცი!-მეუბნება და მხარზე გამამხნევებლად ხელს მარტყამს.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now