და მაინც რატომ სურს ის ასე ძალიან ? ის უხეშია, ყოველთვის ურტყამს და არც გარეგნობით გამოირჩევა და არც ჩკუით. მე ყველას ვუყვარვარ ფიქრობდა ბიჭი აბაზანაში და უკვირდა გოგონას მსგავსი დამოკიდებულება, ის სახლშიც კი მოიყვანა, მისი ქონება აჩვენა , კარგად ექცევა და მაინც არ სურს ნამჯუნი. მაშ რა უნდა ? მხოლოდ თქვას და ყველაფერს გააკეთებს მის მოსახიბლად.
- იქნებ შეყვარებული ყავს? – არა, ვერ ეყოლება, მაშინ ბიჭს არ დათამხმდებოდა, უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში, ყველაფერი აინტერესებდა გოგონაზე, რა უყვარდა და სძურლდა, სად უნდოდა მოგზარობა, რომელი სიმღერა მოსწონდა და რომელი იყო მისი საყვრელი წიგნი.
ჰანა ნამჯუნის მოლოდინში დაიღალა და ოთახიდან გავიდა, სახლი უზარმაზარი იყო და ოთახებში შესვლაც ერიდებოდა ამიტომ დიდი ხნის უაზრო სიარულის შემდეგ ერთ ოთახს მიადგა რომელსაც კარებზე აბრა ჰქონდა მიკრული წარწერით "კიმ ნამჯუნი". ოთახის კარი სულმოუთქმელად გააღო, ბიჭის სახლს თუ გავითვალისწინებთ ოთახი საკამოდ მოკრძალებული ქონდა, კედელზე ფლაერები ეკიდა, სამუშაო მაგიდაზე ნოუთბუქი, ბლოკნოტები და ერთი ცალი წიგნი იდო, გოგონა ახლოს მივიდა და სათაური წაიკითხა. "ქარიშხლიანი უღელტეხილი" .
– შენთვის არავის უთქვას რომ სხვის ოთახში დაუკითხავად შესვლა უზრდელობაა? – გოგონამ წიგნი ხელიდან გააგდო.
– მაპატიე..მე არ.. ბოდიში..– ის ის იყო ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი უნდა გავარდნილიყო რომ ბიჭმა დაიჭირა.
– ჩემი პირადი სივრცე დაარღვიე, შენი აზრით ბოდიში უშველის? – ნამჯუნის ახლოს მიიწია. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა. ბიჭს მოსწონდა ჰანას დაბნეული სახის დანახვა. როდესაც გოგონას სცხვენოდა ან თავს უხერხულად გრძნობდა თვალებს ვერ უსწორებდა ხოლმე.
– ნამჯუნ გამიშვი... – ბიჭმა გოგო ახლოს მიიზიდა. ჰანას უცქერდა რომელიც ისე იყო აწითლებული ბიჭს სიცილი აუტყდა, გოგონა უარესად აიწთლდა.