კოლეჯში რომ მივიდნენ ტაის ჰანა უკვე ოთახში დახვდა ნამჯუნთან ერთად.
– სად იყავი?– იკითხა ჰანამ.
– მე და ჯუნგქუქი სახლში ვიყავით,–ქუქი ტაის დაემშვიდობა მოგვიანებით ვისაუბროთო უთხრა და წავიდა.
– მეც წავალ, საღამოს შეგეხმიანები კარგი? – ნამჯუნმა ჰანას თბილი ღიმილი აჩუქა, გოგონამაც იგივე უპასუხა.
– წიგნისთის მადლობა, მალე დაგიბრუნებ,– ბიჭმა უთხრა როცა გინდა მაშინ დამიბრუნეო და ოთახი სახეგაბრწყინებულმ დატოვა.
–არ მესმის რა გიკვირს,ისედაც აშკარა იყო.
–კარგი რა ჰანა, ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ იმას ვერა რომ თავისი გრძნობების გამო დამშორდა. უბრალოდ რომ ეთქვა.. ნეტავ ეთქვა.. დროს ტყუილად არ გავფლანგავდით.
ლექციიდან რომ გამოვიდნენ ჯონგქუქმა ტაის ხელი დასტაცა და სახურავზე აიყვანა. გოგონამ იცოდა ამის მიზეზი და მშვიდად იყო რადგან იცოდა დღეს მათი ურთიერთბა საბოლოოდ გაირკვეოდა. მხოლოდ ბიჭი იყო აღელვებული ტაის პასუხის შიშით.
– ჯუნქგქუქ..– გოგონა ახლოს მივიდა, სიომ დაუბერა და ბიჭი მის ხვეულ თმებს მიაშტერდა რომელიც ჰაერში ნაზად ირხეოდს, მზე ტაის თვალებს ფირუზისფრად უკაშკაშებდა. სახეზე შეხება რომ იგრძნო შეხტა.
– ქუქ..
– ტაი არა.. გთხოვ სანამ რაიმეს იტყვი მე მომისმინე,– ტაიმ იცოდა ბიჭი შეშინებული იყო და ჯერ ვერ ხვდებოდა რომ გოგონაც მასზე თავიდანვე იყო შეყვარებული.
–მაპატიე..მაპატიე რომ მარტო დაგტოვე ამ უსამართლო სამყაროში.. ვიცი მეგობრის გარეშე გიჭირდა და ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო რომ ვიცოდი გიჭირდა და არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მეგონა შემიძლებდი.. შემიძულებდი რომ მიყვარდი.. რომ ისე ვერ გიყურებდი როგორც მეგობარს, მიყვარხარ ტაი.. ჩემი სულის ნაწილი ხარ, მე შენს გარეშე არაფერი ვარ მიყვარხარ და თუ უარს მეტყვი მაშინ ჩემი გული საბოლოოდ დაიმსხვრევა. მაგრამ იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ დაგთმო, თუ შენ ბედნიერი იქნები მზად ვარ მე უბედური ვიყო მთელი დარჩენილი ცხოვრება.
გოგონას გაეცინა,ფიქრობდა სულაც რომ არ ელაპარაკა ამდენი უარზე მაინც არ ვიყავიო და ბიჭს ჩაეხუტა, თავისი ეს გაბედული ნაბიჯი გაუკვირდა, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო არ იცოდა როგორ გამოეხატა. ბიჭმა მკლავები შემოხვია და ვერ გაეგო ეს ჩახუტება თანაგრძნობით იყო გამოწვეული თუ თანხმობით.
– რა ტყუილად გაფლანგე დრო..შეგეძლო ტავიდანვე გეთქვა არცერთი ვიწვალებდით ამდენს. მეც მიყვარხარ ჯეონ ჯუნგქუქ.
ბიჭმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და აკოცა, ტაის მთელ სხეულში სასიამოვნო ჯრუანტელმა დაურა, ჯუნგქუქი გრძნობდა როგორ ადნებოდა მკლავებში გოგონა და უფრო მძაფრად დაუწყო კოცნა.
––––––––––––––––––––
ავტორის შენიშვნა:
მაპატიეთ ვიცი რომ მოკლეა მაგრამ მინდოდა ეს თავი ასე დამესრულებინა <3 ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ შევეცდები შემდეგი ნაწილი მალე დავდო ^_^
პ.ს მადლობა თბილი კომენტარებისთის ყველანი ძალიან საყვარლები ხართ ^_^ არც მეგონა ჩემი ფიკი საერთოდ ვინმეს თუ მოეწონებოდა <3