თავი VIII

132 12 4
                                    

ჰინატა P.O.V

ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, მე უბედნიერესი ვიყავი, ის ჩემს გვერდით იყო და მაბედნიერებდა. თავი ასე კარგად არასდროს მიგვრძნია. მინდოდა, რომ ეს შეგრძნებები, ეს სიხარული სცოცხლის ბოლომდე ყოფილიყო ჩემს გვერდით.

დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა, ჯიმინი ჩემს გვერდით არ იწვა, ცოტა ავღელდი, მაგრამ რაღაც ხმა მომესმა, ავდექი ლოგინიდან, დავინახე თუ როგორ ემზადებოდა გასავლელად.

- ჯიმინ, სად მიდიხარ?
- უნდა გავიდე ცოტახნით, მალე დავბრუნდები

თბილად გავუღიმე, მომიახლოვდა ჩამეხუტა და შუბლზე თბილი კოცნა დამიტოვა.

ეს ყველაფერი უცნაურად მომეჩვენა, თითქოს ის მემშვიდობებოდა და დაბრუნებას არ აპირებდა. მაგრამ ძალა მოვიკრიფე გავაანალიზე, რომ ჩემი ფიქრები სისულელე იყო, ჩავიცვი და მაღაზიაში წავედი. პროდუქტი მჭირდებოდა საჭმლის მოსამზადებლად. ვიფიქრე ჯიმინს კარგ კერძს დავახვედრებ და ერთად ვისადილებდით.

ყველაფერი მოვამზადე, ჯიმინი ისევ არ ჩანდა. გადავწყვიტე დრო გამეყვანა და ფილმის ყურება დავიწყე. უკვე ოთხისაათი გავიდა რაც გასულია, არც დაურეკავს. გადავწყვიტე მე დამერეკა. ავიღე მობილური და დავურეკე მაგრამ გამორთული ჰქონდა. მის მეგობრებთან დავრეკე, არავინ არაფერი იცოდა. ჩემში საშინელმა გრძნობებმა გაიღვიძა, შემეშინდა, უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში, დამშვიდება ვერ შევძელი, ჩავიცვი და გარეთ გავედი. ვიდეგი შუა გზაზე და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, სად მომეძებნა.

ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი. მეგონა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ისევ დაიწყო საშინელი დღეები, არავინ და არაფერი მინდოდა ჯიმინის გარდა. ჩავიკეტე ჩემს ოთახში და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მასთან გატარებულ დროზე, მის თბლი ჩახუტებაზე, ტკბილ ტუჩებზე, თეთრ კანზე. ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა, გულის სიღრმეში ისევ მქონდა იმის ნაპერწკალი, რომ დაბრუნდებოდა და ჩემს გვერდით იქნებოდა, ისევ გავატარებდით ბედნიერ წუთებს ერთად.

გადიოდა დღეები, მაგრამ ჯიმინისგან არაფერი ისმოდა. მის მეგობრებსაც არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია თუ რა მოუვიდა მას. ამბობდნენ, რომ ის მოკლეს, ზოგი ამბობდა, რომ მანქანით გადაიჩეხა, ასევე მითხრეს, რომ გადაწყვიტა ახლობლებთან კონტაქტი გაეწყვიტა და სხვა ქვეყანაში გაეგრძელებინა ცხოვრება ყველასგან შორს. ეს ამბები უფრო და უფრო მშლიდა ჭკუიდან, აღარ ვიცოდი რომელი დამეჯერებინა. მჯეროდა, რომ მე მას ვუყვარდი და არ მიმატოვებდა, ამიტომ რჩებოდა მხოლოდ ერთი აზრი.

Unexpected LoveWhere stories live. Discover now