გოგონას ეს კოცნა საუკუნედ მოეჩვენა, ნუთუ ნამჯუნი იყო ის მეორე ნახევარი რომელსაც ეძებდა? ბიჭმა უთხრა მიყვარხარო მაგრამ მას ამ სიტყის თქმა ხმამაღლა არ შეეძლო თუმცა არც თვითონ იყო გულგრილი.
- რა ხდება?- წყვილმა ხმის მიმართულებით გაიხედა და თეჰიონი დაინახა რომელიც მათ გაკვირვებული უყურებდა.
- წვეულებაზე მოვდიოდით, შენ რას აკეთებ აქ?-კითხა ნამჯუნმა. თეჰიონმა რომელსაც სიტუაცია აშკარად ვერ გაეზრებინა თქვა:
- ტაიმ მითხრა რომ ჰანა მარტო იყო,ხოდა ვიფიქრე დავპატიჟებდი. -ნამჯუნმა ჰანას ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ წაიყვანა,შემდეგ თეჰიონა მიუბრუნდა რომელიც ისევ ერთ ადგილას იდგა და სერიოზული ტონით უთხრა.
- ჰანა დღეს ჩემი მეწყვილე იქნება. - მანქანაში ჩაჯდა და გაქვავებული ბიჭი უკან მოიტოვა.
- რა მოხდა?-იკითხა ჯიმინმა რომელიც თეჰიონს ის ის იყო მიახლოებოდა.- ჰანა ნახე? მიდი უთხარი მალე გამოვიდეს.
- უკვე ყველას მოუწერია დაწყვილება.
- რა თქვი?
- მემგონი ნამჯუნი და ჰანა ერთად არიან.
- არაა!- დაიძახა გაოგნებულმა ჯიმინმა.
- გეუბნები,ეგეთ ამბებში არასდროს ვცდები.
- თეჰიონს და შენ როგორი ურთიერთობა გაქვთ?-კითხა ნამჯუნმა.
- მეგობრული,-უპასუხა ბიჭის ეჭვიანობით გახალისებულმა ჰანამ.
- კარგი მეგობრული თუ უბრალოდ მეგობრული?
ჰანას გაეღიმა,არ ეგონა ნამჯუნი ეჭვიანი ტიპი თუ იქნებოდა და წარბებშეკრულ ბიჭს მოულოდნელად აკოცა, ნამჯუნს მოქუფრული სახე გაუნათდა და ლოყებზე ფისოები გამოაჩინა.
ჰანამ ბიჭის ფოსოებს ხელი ნაზად გადაუსვა. ნამჯუნს სუნთქვა შეეკრა.
- ყოველთვის მომწონდა ესენი.
- ვიცი,სულ მაშტერდებოდი ხოლმე.
- რა? არაფერიც არ გაშტერდებოდი.
- როგორ არა, დებილი ბავშვივით მიყურებდი ხოლმე.- ჰანამ თავში ჩაუწკიპუტა.
- არაფერიც!
- კარგი ნუ მიბრაზდები, -ნამჯუნმა შუბლზე აკოცა.
- არ აპირებ თქმას?
- რის თქმას?
- იმის რომ გიყვარვარ.
ჰანა გაწითლდა. ბიჭი უყვარდა მაგრამ შეეშინდა ხმამაღლა თქმით ამ სიტყვისთვის მნიშვნელობა არ დაეკარგა.
- არ გიყვარვარ?-უთხრა ბიჭმა.
- არა!
- არა?!
- არა..ანუ მიყვარხარ! -ნამჯუნს სხეულში სითბო ჩაეღვარა.
- მეც მიყვარხარ ჰანა.
დარბაზი ხალხით იყო სავსე,ჰანამ უხერხულად შეაბიჯა და ბიჭს მიეკრო. ტაიმ როგორც კი წყვილი შეამჩნია მათკენ გაექანა,ქუქიც მას გაჰყვა.
-ჰანა მოხვედი? თეჰიონი და ჯიმინი წამივიდა შენს...- გოგონამ წყვილი შეათვალიერა და მათი ჩაკიდებული ხელები რომ დაინახა გაჩერდა. სიტუაცია მალევე შეაფასა მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია ქუქისგან განსხვავებით.
-ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხოცავდით და ეხლა ერთად ხართ?- ბიჭმა გადაიხარხარა და მალევე შეწყვიტა როდესაც ტაის მუჯლუგუნი იგრძნო.
-მინდოდა მეთქვა, რომ მიხარია თქვენი ამბავი.
წვეულებაზე შესანიშნავად ჩაიარა, ყველა მეწყვილესთან ერთად იყო მათ შორის შუგაც,მისი მეწყვილე მისგან სრულიად განსხვავებული პიროვნება, ბიჭს გაუჩერებლად ესაუბრებოდა და მუდამ მობეზრებული შუგა რომელსაც სხვისი გამარჯობის მოსმენაც კი ეზარება გოგონას დიდი სიყვარულით და ინტერესით უსმენდა.
-შუგას შეყვარებული ყავს?-იკითხა ტაიმ.
- სკოლიდან მოყოლებული ერთად არიან,-უპასუხა ჰობიმ რომლის მეწყვილეც მასსავით ენერგიული,მუდმივად მხიარული გოგონა იყო.
შაბათ კვირას ჰანამ და ტაიმ ოჯახის სტუმრობა გადაწყვიტეს,ქუქიმ სურვილი გამოთქვა მეც წამოვალ და თან ჩვენი ურთიერთობა გავამხილოდო. ჰანა იგვიანებდა ბარგის ჩალაგება იმდენ ხანს უთმობდა რომ ქუქის და ტაის მობეზრდათ და უთხრეს ჭიშკართან დაგუცდითო. კოლეჯიდან გამოსულ გოგონას წყვილი წასული დახვდა და ტელეფონზე ესემესი ატყობინებდა ჩვენ შენს გარეშე წავედით და თქვენც მალე შემოგვიერთდითო. გოგონა ესემესი შინაარსსა დააბნია და თან გააღიზიანა, მაგრამ ეს გრძნობა მალევე გაუქრა როდესაც წინ მომლოდინე ნამჯუნი დაინახა.- ნამჯუნ? მეგონა შაბათ კვირას საქმეები გქონდა.
- მაქვს კიდეც,ჩემი შეყვარებულია ოჯახს უნდა ვესტუმრო.
ჰანა მისკენ გაექანა და ბიჭს აკოცა, ისე ძლიერ და გრძნობით რომ გეგონებოდა უკანასკნელად კოცნიდა.
და მაინც რა არის სიყვარული? თავიდან გოგონას ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმოდა, ბოლომდე ვერც ეხლა იაზრებდა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, რომ მან თავისი მეორე ნახევარი იპოვა.ავტორია შენიშვნა:
ეს ბოლო თავია, ვფიქრობ რომ ასეა და მიუხედავად იმისა რომ ფიკი საშინლად არ მომწონს მაინც გული მწყდება რომ ვასრულებ. მაგრამ ვინ იცის შესაძლოა გავაგრძელო თუ ოდესმე რაიმე იდეა გამიჩნდება.
ალბათ ფიქრობთ რომ უაზრო და ბანალური დასასრული ქონდა ( და ჩემი თვალსაზრისით ასეც იყო ) მაგრამ ვეცადე რომ უბრალო სიყვარულის ისტორია გამომსვლოდა ყოველგვარი დრამების გარეშე.
მადლობა იმ თბილი კომენტარებიათვის რომლებსაც მწერდით, ეს ყველაზე დიდი სტიმული იყო ჩემთვის და ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფიკია წერა რომელსაც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ქვია, რომელშიც თითოეული ბიჭი შვიდი ცოდვისგან ერთი ერთი იქნება. ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ❤️
სიყვარულით : Hana