თავი I
— ბებო წავედი, დღეს სახლში დამაგვიანდება. არ არის საჭირო ტელეფონზე ხშირად დარეკვა, ხომ იცი არ მიყვარს.
— წადი, წადი. მაგრამ არ დააგვიანო! ჰო მართლააა! — შეჰკივლა უცებ — რატომ დაგაგვიანდება?
— იმიტომ რომ, სკოლიდან მუსიკალურში მივდივარ, შემდეგ ბენდშიც ვრჩები, 6ზე ცეკვა მაქვს, 8ზე კი — ინგლისური. — გავუღიმე და სახლიდან გამოვვარდი.
ჩემი ცხოვრება მუდამ ასეთი იყო. თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა. სახლში გვიან მოვდიოდი. 11 საათამდე გაკვეთილებს ვმეცადინეობდი, შემდეგ კი, ჩემდა საბედნიეროდ და მეზობელთა საუბედუროდ, ფორტეპიანოზე ვიწყებდი მეცადინეობას. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო, რა თქმა უნდა, დღემდე ასეა. ჩემი ჰობი მუსიკაა ყველანაირი მნიშვნელობით. ანუ მიყვარს დაკვრა, ,,კომპოზიტორობა", მოსმენა და სიმღერაც. სულ პაწაწინა, 2-3 წლის ვიყავი, როცა ფორტეპიანო შემიყვარდა. ალბად შეუძლებელი იყო ასე არ მომხდარიყო, რადგან, ყოველ დილით, როგორც კი გავიღვიძებდი პირველი მას ვხედავდი, ფორტეპიანოთი იწყებოდა ჩემი დღე. ჩემთვის ერთგვარი სათამაშო იყო, რომელმაც ჩემს გულში დაისადგურა და თანდათან სათამაშოზე მეტი გახდა, უსულო საგანზე მეტი. ის ჩემი სულიერი მეგობარი გახდა, რომელთანაც შევძელი ის გრძნობები გამომემჟღავნებინა რომელთა გამომჟღავნებაც სხვებისთვის არ შემეძლო. მოკლედ, მუსიკასა და ჩემს შესახებ თანდათან გაიგებთ. ახლა კი, იმ დღეს დავუბრუნდეთ, როცა სახლიდან თავკუდმოგლეჯილი გამოვიქეცი.
ყველაფერმა ჩვეულებისამებრ ჩაიარა და დრო დადგა რომ სახლში დავბრუნებულიყავი. როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკას ყოველთვის ვუსმენდი. ამ დღესაც Chopin- ის არაჩვეულებრივ Nocturne-ს ვუსმენდი, რომელსაც სასწავლო წლის ბოლოს, კონკურსისთვის ვამზადებდი. სწორედ ამ დღეს ჩემს "მრავალფეროვან" ცხოვრებას ერთმა ადამიანმა კიდევ ერთი ელფერი შესძინა. ცოტაც და სახლში მივიდოდი. ხელში Chopin-ის კრებული მეჭირა , რომელიც ძლივს ვიშოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მუსიკას ვუსმენდი მთელი ჩემი არსებით, მთლიანად ვგრძნობდი მას და საერთოდ არ მანაღვლებდა გარემო ფაქტორები. ხოდა, ამ გრძნობებში შეჭრილ გოგოს, ძაღლი შემაფრინდა პირდაპირ ხელებში და წიგნი გამომგლიჯა, დახია, დააქუცმაცა. ესეც რომ არ ეყო ჩემ ფეხზე გადმოვიდა და უნდობლად ჩამასო მისი საზიზღარი ეშვები. ხმამაღლა ვტიროდი, ნერვებ მოშლილი ვყვიროდი და ვლანძღავდი ამ ძაღლს. ბოლოს თავისით მიხვდა, როფორც ჩანს, და გაიქცა ისე რომ უკანაც არ მოუხედავს. მე კი თავჩახრილი ვტიროდი, არა იმიტომ რომ ფეხი მტკიოდა, ეგ საერთოთ არ მანაღვლებდა, არამედ იმიტომ, რომ იმ სახაგელმა ძაღლმა წიგნი დამიგლიჯა, რომლის შოვნასაც დიდი დრო მოვანდომე, ძლივს ვიშოვე, მან კი აი ასე, უბრალოდ დამიგლიჯა. ვტიროდი გაბრაზდბული, ვტიროდი და ბიჭის ხმა მომესმა:
— მოდი დაგეხმარები — მითხრა და წამომაყენა.
— ძალიან გტკივა არაა? პირდაპირ საავადმყოფოა, მოდი დამეყრდენი და 2 წუთში იქ ვიქნებით.
— არა არ მინდა გმადლობთ. არ არის საჭირო — გაღიზიანებულმა მივუგე.
— კარგი, კარგი . რატო ბრაზდები?! მე უბრალოდ დახმარება მინდოდა. — ძირს სამსვა გაბრაზებულმა და მითხრა — აჰაა, იყავი ახლა ასე და ვნახავ როგორ მიაღწევ საავადმყოფომდე. — ვჭირვეულობდი, ვცდილობდი ფეხზე წამოვმდგარიყავი, მაგრამ ამაოდ.
— რა ჯანდაბაა, ჩემი წიგნი როგორ დამიგლიჯა ძაღლმა. — ვტიროდი.
— რა წიგნია? — ნაგლეჯებს უყურებდა — ჰმმ, ნოტები? მუსიკოსი ხარ?
— ჯერჯერობით მხოლოდ მოსწსვლე, მაგრამ ვაპირებ. — შევხედე ნაგლეჯებს და ისევ დავიწუწუნე — ღმერთოო ძლივს ვიშოვე ეს წიგნი.
დავინახე რაღაც ნაგლეჯს დაავლო ხელი და ჯიბეში შეინახა. შემდეგ კი უეცრად ხელი მტაცა, ამიყვანა და ჩქარი ნაბიჯებით საავადმყოფოსაკენ წამიყვანა. ტომარასავით გადამიკიდა ზურგზე. საოცრად გავბრაზდი. ვყვიროდი და თან ზურგზე ხელებს ვურტყავდი.
— არ მჭირდება შენი დახმარება! საერთოდ ვინ ხარ?! რა გინდა?! შემეშვი რაა!!!
— ამდენი ხანია ან მე შემომჩივი ან წიგნს მისტირი, ფეხი საერთოდ არ გტკივა? — მკითხა და თან გაიცინა. ამაზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები.
— ლაყბობას მორჩი და ძირს დამსვი მეთქი! — ისევ დავუჟინე ხელები, მაგრამ რა აზრი ქონდა არც კი მისმენდა.
* * *
მაინც მიმიყვანა საავადმყოფოში. იქ საჭირო პროცედურები ჩამიტარეს. შემდეგ ბებოც მოვიდა. პალატაში შეშფოთებული სახით შემოვარდა, ეტყობოდა რომ ძაილან ინერვიულა და სამსახურიდან გამოიქცა.მალევე ის ბიჭიც შემოვიდა.
— კარგად ხარ?
— დიახ, მადლობა. — ცივად მივუგე. ბებია გაკვირვებული უყურებდა უცნობ ბიჭს. მე ეს შევამჩნიე და ვუთხარი — ბებო ეს ბიჭი დამეხმარა რომ საავადმყოფოში მოვსულიყავი. — ბებომ თბილად გაუღიმა ბიჭს და მადლობა გადაუხადა. მე კი დამიბარა: — დღეს აქ დარჩები შენთან სოფი მოვა და ყველაფერს მოგიტანს რაც საჭიროა. დარჩება კიდეც შენთან. — სოფი ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობარია და ბებოს ძმის შვილი. ჩვენ მუდამ ერთად ვართ. ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია. ყოველი საიდუმლო ვიცით ერთმანეთის და უბრალოდ არ შეგვიძლოა რაიმე დავუმალოთ ერთმანეთს. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან კეთილი, ჭკვიანი და სექსუალური. ადვილად იპყრობს ბიჭების გულს. სერიოზულად არ უყურებს ბიჭთან ურთიერთობებს. ეს მისთვის გატაცებაა. თანდათან სოფიზეც მოგიყვებით. — ბებო დაგვემშვიდობა და გავიდა პალატიდან.
ის უცნობი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა — მე სანდრო მქვია — თბილად გამიღიმა.
— მე კატო ვარ. — ცივად მივუგე, ხელიც კი არ ჩამომირთმევია, გვერდით გავიხედე, მან კი უხერხულად ჩასწია ხელი და სკამზე მოკალათდა.
— რას აკეთებ? — გაკვირვებულმა მივუგე
— ვზივარ. რამე უცნაურს ამჩნევ? — წარბებ აწეულმა, ასევე გაკვირვებით მკითხა.
— რა თქმა უნდა, ვამჩნევ. რატომ ზიხარ? ჰაჰა, იმედია არ აპირებ აქ დარჩენას, როგორ ჩემი დარაჯი — ირონიულად ვუთხარი და გავიღიმე.
— რა თქმა უნდა, ვაპირებ. აქ მოსვლაში მე დაგეხმარე და აქაც მე მოგივლი.
— მომივლი? უკაცრავად? არ მჭირდება. საკმარისი იყო რაც გააკეთე და მადლობელი ვარ. — წარბები ავწიე — ახლა შეგიძლია წახვიდე, სანდრო — გავუღიმე და ხელით კარებისკენ მივუთითე. ის იყო წამოდგომა დააპირა და პალატაში სოფი შემოვიდა. შეშინებული სახით, მაგრამ როგორც კი სანდრო დაინახა წარბები ასწია, მისებურად, ეშმაკურას შეავლო ბიჭს თვალი, შემდეგ მე შემომხედა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.
— გამარჯობა — დინჯად თქვა. სანდროს წამიერად ზურგი შეაქცია, შემომხედა და თვალებგაფართოებულმა, სახის ჟესტებით და წამიჩურჩულა — Wow, Omg he's cool!!! — მე კი თვალები ავაბრიალე.უცებ მიუბრუნდა სანდროს და ხელო გაუწოდა — მე სოფი ვარ, კატოს საუკეთესო მეგობარი, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა.
სანდომაც წარუდგინა მისი თავი. დიდხანს ისაუბრეს, როგორც ჩანს საერთო იპოვეს, რადგან ორივე ფსიქოლოგიით იყო დაინტერესებული. მე უბრალოდ ვიწექი და ვუსმენდი მათ საუბარს. საკმაოდ საინტერესო ადამიანი ჩანდა უცნობი სანდრო. ძალიან დახვეწილად საუბრობდა. მის ყოველ მოქმედებას ვაკვირდებოდი და მივხვდი რომ რაღაცამ დამაინტერესა მასში.
— კარგი მე ახლა გასასვლელი ვარ, აუცილებლად დავბრუნდები და ამ ღამეს შენთან ერთად გავატარებ კატო — მომიახლოვდა გადამკოცნა და თან ყურში ჩამჩურჩულა — He's yours, baby. — და დაგვტოვა.
— ძალიან საინტერესო მეგობარი გყავს — მითხრა სანდრომ. — ხო ძალიან ჭკვიანია და მხიარული. ძალიან მიყვარს. — ვთქვი სა გავიღიმე, თუმცა მაშინვე შემეცვალა გამომეტყველება და ვუთხარი — როგორც ჩანს კარგად გაუგეთ ერთმანეთს. შენც ფსიქოლოგიით ყოფილხარ დაინტერესებული.
— დიახ — მორცხვას გაიღიმა და თავი დახარა — მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი, იმდენი ვესაუბრე სოფის, თითქოსდა დავიღალე. ახლა მინდა შენ მოგისმინო — მითხრა და თვალებში შემომხედა — მუსიკამ ძალიან დამაინტერესა შენში. მომიყევი შენსა და მუსიკის ურთიერთობის შესახებ.
— ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი — მორცხვას გავიღიმე. — მუსიკაზე პატარაობიდან ვგიჟდები. სულ პაწაწინა ვიყავი როცა პიანინო შემიყვარდა, როგორც ყოველდღიური სათამაშო. ის ერთადერთი იყო რომელიც მპასუხობდა. თანდათან სმენით ვაწყობდი და 7 წლის რომ გავხდი უკვე მასწავლებელთან დავიწყე მომზადება. დღემდე ასე გრძელდება. ბევრ კონცერტსა და კონკურსებზე გავსულვარ, დიდი აუდიტორიია წინაშე, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვნერვიულობ.
— რატომ? შენ ხომ ამდენი ხანია უკრავ?
— მუსიკა ხელოვნებაა, რომლითაც არა მარტო საკუთარი თავი უნდა ასიამოვნო, არამედ უამრავი მსმენელიც. — ჩუმას წყნარად იჯდა სანდრო და თვალებში მიყურებდა. — იცი რა არის ყველაზე კარგი? შრომაში დახარჯული დროით, თითების მოძრაობით და საკუთარი გრძნობებით მართო სხვა ადამიანის გონება. — დიდი ინტერესით მაკვირდებოდა სანდრო და მელოდებოდა რას ვიტყოდი, თუმცა თვითონ დამასწრო — ...და ამით ასიამოვნო არა საკითარი თავი, არამედ ის ვინც შენი 'მსხვერპლი' აღმოჩნდება არა?
— დიახ, დიახ — წამოვიძახე დიდი აღტაცებით. — სწორედაც, რომ მსხვერპლი. — როცა მუსიკოსი ხარ და ზიხარ დიდ როიალთან, უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე, თითქოს მტაცებელი ცხოველი ხდები, რომელსაც მთლიანი 'ტყე' საკუთარ კლანჭებში გყავს მოქცეული და თითოეულ მსხვერპლს აიძულებ შეგიყვაროს!
— ... და თითოეულ მსხვერპლს აიძულებ შეგიყვაროს! — ეს სიტყვები ერთად წარმოვთქვით. თითქოს სანდრო ჩემს აზრებს კითხულობდა. ზუსტად ჩემნაირას, ზუსტად ჩემთან ერთად წარმოთქვა ეს სიტყვები. ერთმანეთს გაიგნებულნი ვუყურებდით ამ დამთხვევის გამო, ეს გვსიამოვნებდა კოდეც. ერთამანეთს რაღაც უცნობი, ამოუცნობი გრძნობით ვუყურებდით. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევე, როგორც მე , სანდრო მიყურებდა თვალებში გრძნობდა ჩემს სულს.
— ეს... ეს რა იყო? — გაოგნებულმა წარმოვთქვი, თან მეღიმებოდა.სანდრომ კი მხრები აიჩეჩა და მითხრა — რაღაც უცნობი — ფეხზე წამოდგა და პალატიდან გასვლა დააპირა. კარებთან მდგომმა კი მომაძახა — ისევ შევხვდებით კატო.
YOU ARE READING
მუდამ ჩემში
Romantizmრა არის ცხოვრება?! ეს ერთი დიდი თავსატეხია, რომელსაც ბედისწერა თავის ნებაზე აწოწიალებს. ხან სიხარულისგან ცაში აგიყვანს. ხან კი მიწაზე უნდობლად დაგანარცხებს. ცხოვრება ლაბირინთია, რომელსაც უნდა გაუმკლავდე, თორემ სულ მთლად თავზე ჩამოგენგრევა. ამ ნაწარმ...