ხუთუ წელი გავიდა ჯიმინის გაუჩინარებიდან. შევძელი ცხოვრება უკეთესიბისკენ შემეცვალა და თავი ბედნიერად მეგრძნო, მაგრამ იყო მომენტები როცა მასთან გატარებული წუთები მახსენდებოდა, რასაც სევდა მოყვებოდა.
დღეები მშვიდად და ხალისით გადიოდა.
ვახშამს ვამზადებდი, როცა ტელეფონზე მესიჯი მივიღე, ნამჯუნი იყო. იგი მწერდა, რომ ანონიმური შეტყობინება მიიღო და დარწმუნებული იყო რომ ის ჯიმინმა გამოუგზავნა. მას ყურადღება არ მივაქციე და ვახშამის მზადება განვაგრძე.
ცოტახანში მან რამდენჯერმე დამირეკა და ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე:
- გამარჯობა ჰინატა. შეტყობინება გამოგიგზავნე, არ ვიცი მიიღე თუ არა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე დარეკვა.
- გამარჯობა ნამჯუნ. მივიღე წერილი, მაგრამ მე დახმარება არ შემიძლია, მე ჯიმინი დავივიწყე, უკვე ოჯახი მყავს და რაც არ უნდა მოხდეს ამ თემასთან დაკავშირებით აღარ შემეხმიანო.ნამჯუნი P.O.V
ერთი თვე გავიდა რაც ის მესიჯი მივიღე. იმის მიუხედავად, რომ მთელი ხუთი წელია უშედეგოდ ვეძებ იმედი მაინც არ დამიკარგავს. ჯიმინი დაბრუნდა. ვიცოდი რომ ეს დღე ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა. მე ვიცოდი მას რა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უფლება არ მქონდა ვინმესთვის მეთქვა, მის გაუჩინარებას კი მართლა არ ველოდი. ის ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო როგორც ჰინატასთვის. სწორედ იმიტომ მქონდა მისი დაბრუნების იმედი, რომ ვიცოდი რა საქმეშიც იყო გარეული.
- ნამჯუნ, ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, უნდა მეთქვა რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. რთული დავალება მქონდა, საქართველოში უნდა წავსულიყავი და ორი ადამიანი მომეკლა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი გამოაშკარავდა და მომიწია დავმალულიყავი. ახლა კი ყველაფერი ჩაწყნარდა და დავბრუნდი, იმედია მაპატიებ, ძალიან მომენატრეთ შენ, სხვა მეგობრები, მშობლები და ჰინატა. ყოველთვის ჰინატაზე ვფიქრობდი, იმაზე რომ ის ამას არ მაპატიებდა და ერთად ვერ გავაგრძლებდით ცხოვრებას. ის ძალიან მიყვარს. მინდა ვნახო, ყველაფერი ავუხსნა და მასაც პატიება ვთხოვო.
- ჯიმინ, უკვე გვიანია. ჰინატაც არ კარგავდა იმის იმედს, რომ შენ დაბრუნდებოდი, მაგრამ დაგაგვიანდა. მას უკვე ოჯახი ჰყავს, ნუ დაუნგრევ ცხოვრებას, ის ბედნიერია.ჯიმინი P.O.V
ამ სიტყვებმა გამანადგურა, რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხივრებას. მე დავკარგე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. თუმცა რატომ ველოდი რომ ის ხუთი წელი დამელოდებოდა, რა იდიოტი ვარ.
ორი დღის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე ჰინატასთან მივსულიყავი, ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ნამჯუნს მისამართი გამოვართვი და მასთან მივედი.
კარებზე დავაკაკუნე. კარები ულამაზესმა გოგონამ გამიღო ,ის ძალიან ჰგავდა ჰინატას. ცრემლებით ამევსო თვალები. შორიდან მისი ხმა გავიგე
- როსე, ხომ გითხარი ჩემს დაუკითხავათ კარი არავის არ უნდა გაუღო.
ჰინატა გამოვიდა, რამდენიმე წამი ერთმანეთს გაშტერებული, ხმის ამოუღებლად ვუყურებდით. თავი შეუძლოდ იგრძნო და უეცრად გული წაუვიდა. უცებ დავიჭირე, ისევ შევიგრძენი მისი ტკბილი სურნელი რომელიც ძალიან მენატრებოდა. უეცრად მამაკაცის ხმა გავიგე შორიდან, ვერაფრის გაკეთება შევძელი უბრალოდ ცხელი კოცნა დავუტივე შუბლზე და გავიქეცი.
ჰინატა P.O.V
გონზე მოვედი, ჩემს ლოგინში ვიწექი, გვერდით ჯისონი იწვა და თმებზე მეფერებოდა.
- რამომივიდა?
- გული წაგივიდა. ვინ იყო?
- ჯიმინი...ჯისონმა ყველაფერი იცოდა მასზე, არაფერი დამიმალავს.
YOU ARE READING
Unexpected Love
Short Story20 წლის ჰინატას ისტორია რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება