თავი XI

212 15 0
                                    

ჯისონი P.O.V

ჰინატა, ვფიქრობ უკეთესი იქნება ჯიმინს დაელაპარაკო, ყველაფერი უთხრა რასაც ფიქობ და საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ ამბავს. შენც დამშვიდდები და ყველაფერს დაივიწყებ.

ჰინატა P.O.V

დავუჯერე ჯისონს და გადავწყვიტე ჯიმინთან ყველაფერი დამემთავრებინა. ნამჯუნს დავურეკე და ვუთხარი რომ მასთან საუბარი მინდოდა, მისი ნათქვამიდან გამომდინარე ამის სურვილი ჯიმინსაც ჰქონდა.

მეორე დღეს ნამჯუნთან მივედი სახლში. დაძაბული ვიყავი, ვნერვიულობდი. კარები ნამჯუნმა გამიღო შინ შემიპატიჟა, ჯიმინი დივანზე იჯდა. მის წინ დავჯექი, ნამჯუნი ბინიდან წავიდა, მარტო დაგვტოვა. რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო. ეს სიჩუმე მე დავარღვიე

- მიმატოვე ისე რომ არაფერი აგიხსნია, ეს ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, შენ არ იცი რა დღეები გადავიტანე, შენი მონატრება მკლავდა, იმედს არ ვკარგავდი, ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია, ოჯახი მყავს, არ გაქვს უფლება ცხოვრება დამინგრიო, ამიტო მინდა რომ ყველაფერი აქ დამთავრდეს დღესვე.
- ვიცი რომ დამნაშავე ვარ. ესე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სიმართლის გაგების შემდეგ მეშინოდა, რომ მიმატოვებდი და არც მქონდა იმის უფლება ყველაფერი მეთქვა. ქილერი ვარ...

ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თავი შეუძლოდ ვიგრძენი, მან წყალი მომიტანა და განაგრძო

- რთული დავალება მქონდა, ამიტომ მომიწია გავუჩინარებულიყავი. ახლა ვხვდები რომ ჯობდა ყველაფერი ამეხსნა და ისე წავსულიყავი, მაგრამ უკვე გვიანია... რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება მოგთხოვო ისევ ჩემთან ერთად იყო. შენ ოჯახი გყავს, ბედნიერი ხარ და მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იყოს. უბრალოდ მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და მეც ძალიან მენატრებოდი.

მინდოდა მისთვის სიმართლე მეთქვა, რომ მეც ისევ მიყვარდა. მინდოდა მასთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს არ შემეძლო.

- მინდა რომ შენც ბედნიერი იყო ჯიმინ და იმედია ასეც იქნება...

ავდექი და წამოვედი, სხვა ვერაფრის თქმა შევძელი. ყველაფერი დასრულდა, ჯიმინი და მისადმი დაკავშირებული მოგონებები დღეს ჩემი ცხოვრებიდან სრულიად წაიშალა. მართალია მე ის ისევ მიყვარდა, ისევ მენატრებოდა მისი თბილი ჩახუტება და მისი სურნელი მაგრამ მე სხვა ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.

გადავწყვიტე გამესეირნა, ვერვიშორებდი გონებიდან მომხდარ ამბებს, ცრემლი მომერია. რაღაც უცნაური ხმა ჩამესმოდა, თითქოს ჯიმინი მეძახდა, მასთან მისვლას მთხოვდა...

- ჰინატა, ჰინააატაააა გაიღვიძეეეეეე!

მისი აღელვებული ხმა შემომესმაა და ტირილით გამომეღვიძა. დავიბენი, არ ვიცი რახდებოდა ჩემს თავს. გავაანალიზე, რომ ყველაფერი რაც მოხდა სიზმარი იყო. სინამდვილეში ის ჩემს გვერდით იყო. ისევ შემძლო შევხებულიყავი, ჩავხუტებოდი, მისი სითბო მეგრძნო. სიხარულისგან ატირებული გულში ჩამიკრა ჯიმინმა, მას ხელები შემოვხვიე და ძალიან მაგრა მოვუჭირე, რომ ჩემგან არასდროს წასულიყო. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ძლიერ მონატრებას განვიცდიდი მისდამი, თითქოს ეს სიზმარი არ იყო და მართლა ხუთი წელი არ მენახა, მაგრამ ახლა უბედნიერესი ვიყავი რადგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემთან იყო.

მოგესალმებით ბავშვებოესეც ბოლო თავიმადლობა რომ კითხულობდითიმედია მოგეწონათ❤️გამიხარდება თუ კომენტარებში გამოხატავთ თქვენს რეაქციას❤️

Unexpected LoveWhere stories live. Discover now