სემმა სახლში დამტოვა და თან ჩემს მშობლებსაც დაელაპარაკა იმასთან დაკავშირდებით,რომ მე და ის ამ საღამოს პარიზში მივფრინავთ.მეგონა,რომ დედა პანიკას აწევდა მაგრამ ასე არ მოხდა,პირიქით ძალიან გაუხარდა ისევე,როგორც მამას.
სემის გასაცილებლად წამოვდექი და მას გავყევი.გარეთ გავედით.სემი ჩემს პირდაპირ დადგა და ხელები ჩამჭიდა,მერე მისკენ მიმიზიდა და მაგრად ჩამეხუტა.მეც მთელი არსებით მას მივეკარი.არც ერთს გვინდოდა დაშორება,თუმცა მაინც მოგვიწევდა,თანაც ჩვენ ხომ მხოლოდ რამდენიმე საათით დავშორდებით ერთმანეთს,შემდეგ კი ერთად გავემგზავრებით.
ერთმანეთს ვცილდებით,სემი კიბეებზე ჩადის,თუმცა უკან ბრუნდება და ტუჩებში ვნებიანად მკოცნის.
-შეხვედრამდე ნორა!-მის კმაყოფილ ღიმილს ღიმილითვე ვპასუხობ.
-შეხვედრამდე სემ!-თვალს არ ვაცილებ,მანაც რამდენჯერმე გამომხედა მანამ,სანამ სახლში შევიდოდა.მეც სახლში შევედი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი.
ვერონიკა ნახევარ საათში მოვიდა.ტელეფონით ვესაუბრე და ბოლო ხმაზე კიოდა,როცა პარიზი ვუხსენე.
-ჰმმ... ეს შავი კაბა წაიღე.-მეუბნება და გულზე მოღებულ და წელზე მომდგარ შავ კაბას მაწვდის.
-იქნებ... უფრო სპორტული რამე წამეღო?-ვერონიკა გაბრაზებული მიყურებს.
-ეს კაბა ძალიან საჭიროა ნორა! სპორტული ტანსაცმლისთვისაც დაგრჩება ადგილი მაგ შენს ჩანთაში.-მიცხადებს დოინჯ შემორტყმული.-თანაც ხომ იცი,რომ მოდის გამეგება!-თავმომწონედ მეუბნება.
-მართალი ხარ.-ვეუბნები და კაბას ჩანთაში ვდებ.რამდენიმე მაისურს და ჯინსის შარვალსაც ვდებ.მაღალქუსლიანი ფეხსაცმელს,კედს,შავ ტყავის ქურთუკს და კიდევ სხვა წვრილმან ჰიგიენურ საშუალებებს ვალაგებ ჩანთაში.
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...