Maybe... God Is...

82 1 0
                                    

-უნდა ვიპოვო! არ შემიძლია, ვერ დავნებდები როდესაც მიზანთან ასე ახლოს ვარ!-ნერვიულად დავდივარ ოთახის ერთი კედლიდან მეორესკენ, გადაჯვარედინებული ხელებითა და ჩაწითლებული თვალებით ბოლთას ვცემ და თითქმის ვყვირი.
-ჰეილი! დიდი დრო გავიდა! მინიშნებაც კი ვერ იპოვე! დროა მოეშვა და ცხოვრება განაგრძო!-ჯეიკობის ბოხი ხმა მაიძულებს გავჩერდე, კედელს ვეყრდნობი და მწველი მზერით ვუყურებ, მაკვირდება, სინანულითა სევდით სავსე თვალებით შემომცქერის, ვიცი ამ ყველაფრის დასრულება და ჩემთან ერთად ბედნიერების პოვნა სჭირდება მაგრამ ახლა შეჩერება არ შემიძლია.
-უნდა გაიაზრო ის ფაქტი რომ მისი პოვნა შეუძლებელია,-ჩემკენ იწევა, გულში ძლიერად მიკრავს, ცრემლებს სახეზე გასაქანს ვაძლევ და მის გულის ცემას ვუგდებ ყურს.
-ის ვალდებულია ამიხსნას! ვალდებულია გამაგებინოს რატომ მაინცდამაინც მე!-ჩახლეჩილი ხმით ვამბობ და ხმადაბლა ვქვითინებ. ჯეიკობი ყურიდან თმას ფრთხილად მიწევს.
-შენ ანგელოზი ხარ, მეც ანგელოზი ვარ, მაგრამ არსებობს რაღაცები რაზეც ხელი ჩვენც კი არ მიგვიწვდება და ეს უნდა გაიგო საყვარელო...-ყურში მიჩურჩულა. ვცდილობ ჩემი არეული გულის ცემა მისას დავამთხვიო.
-მე ვიყავი სამოთხის ბაღში, ვნახე ხე საიდანაც ადამმა ვაშლი შეჭამა, ველაპარაკე თვით ეშმაკს რომელმაც ევა შეაცდინა, გავიცანი კაენი, ფეხი დავდგი ნოეს კიდობანზე, ავედი მთაზე სადაც ქრისტე აწამეს, ხელით შევეხე ჯვარს რომელზეც ის გააკრეს, ვნახე იერუსალიმი, თავიდან ბოლომდე შევისწავლე მთელი სამყარო, მოვინახულე დაცემული ანგელოზები, დემონები, პასუხები ვთხოვე სატანას რომელმაც კინაღამ მომკლა, არავინ არაფერი იცის გესმის?-ტირილით ვამბობ და ჯეიკობის სხეულს უფრო ძლიერად ვეკრობი.
-მესმის... არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი,-დანანებით მპასუხობს.
-მე მას უნდა შევხვდე! უნდა ვკითხო რა დავუშავე!-მტკიცედ განვაცხადე, ჯეიკობმა თავი ამაწევინა და მთელი სხეულით მის ღრმა, ლურჯ, ანგელოზის თვალებში ჩავიკარგე. მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა დამჭირდა, კედელს ავეკარი, მის ცხელ სუნთქვას ყელის გარშემო ვგრძნობდი და ჭკუიდან ვიშლებოდი. ჩემსკენ დაიხარა და მისი ტუჩები ჩემსას მოაწება... ეს იყო... სხეულში ელექტროტალღებმა დამიარეს, გავქვავდი, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაგრამ ვიგრძენი რომ მე ეს შევძელი, ღმერთი ვიპოვე! და თითოეული ჩემი შეკითხვის პასუხი მხოლოდ ერთი კოცნით მივიღე! კოცნით რომელსაც წლების განმავლობაში ჩემდაუნებურად ველოდებოდი!
-ჰეილი... ის რასაც შენ ეძებ ძვირფასო, მატერიალური საგანი არ არის, ის აბსტრაქტულია, ყველგანაა, შენს გონებაშია, შენს გულშია... შენ არ შეგიძლია თვალით იხილო ის რაც უხილავია... ჰეილი, შეიძლება ღმერთი სულაც არ არის ისეთი როგორიც წარმოგიდგენია, შეიძლება სწორედ ამიტომ ვერ შეძელი მისთვის თვალებში ჩახედვა და პასუხების პოვნა,-ვკანკალებ, თითქოს მიწა მეცლება და უკიდეგანო სიბნელისაკენ მეჭიდება, ვხვდები... ვხვდები რასაც გულისხმობს და გულის ცემა საშინლად მიჩქარდება.
-სიყვარული... ბედნიერება... რწმენა... შეხება... პრინციპები... ოცნებები...იქნებ "ღმერთი" სწორედ ამ ყველაფრის ერთიანობაა?-ჩუმად ვამბობ, ისე თითქოს მეშინია ვინმემ არ გამიგოს მაგრამ თავადაც არ ვიცი რატომ.
-ღმერთი მეტაფორაა, რაღაც რისიც გწამს, რისთვისაც ცოცხლობ და რისთვისაც ყოველ შენს შეცდომას ნანობ,-მშვიდად მიხსნის.
-გამოდის, ამდენი წელი სულ ტყუილად დავკარგე?-აკანკალებული, გაბზარული ხმით ვეკითხები.
-შენ იპოვე ის ჰეილი, შენ მიზანი გქონდა, შეკითხვები და სურვილები გქონდა რომლებიც აისრულე, ბევრი ეცადე და საბოლოოდ შედეგს მიაღწიე,-ღიმილით მითხრა.
-მე ის ვიპოვე...-ჯეიკობის სიტყვები გავიმეორე და მარჯვენა ხელი მკერდთან დავიდე.
-შენ თვით ღმერთი იპოვე ჰეილი... მე ვამაყობ შენით ძვირფასო,-მის სიტყვებს ჩავებღაუჭე, ჩემს ფიქრებს თავისუფლება მივანიჭე, მე ის ვიპოვე... ღმერთი რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი ვიპოვე... ჩემს გულში... ჩემს გონებაში შემოვუშვი და საბოლოოდ მაინც ვიპოვე!
ჯეიკობი ჩემს სახეს თბილ ხელებს შორის იქცევს, ზემოდან დამყურებს, მისი თეთრი, ქათქათა ფრთები იმდენად ლამაზია... მართალია ჩემიც დაახლოებითი ასე გამოიყურება მაგრამ ვერასდროს აღვიქვამ მათ ისე ლამაზად, ისე იდეალურად, როგორც ჯეიკობისას.
-იცი... რადგან პასუხი იპოვე, იქნებ ამჯერად სხვა, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრდე?-ფრთხილად მკითხა, მისი ხმა გატეხილი და რწმენადაკარგულია.
-რა... რას გულისხმობ?-დაბნეულმა ვკითხე.
-ჰეილი, მზად ხარ შენი დარჩენილი უკვდავის სიცოცხლე, ჩემთან ერთად გაატარო?-ამ სიტყვებში იმხელა გრძნობა შევნიშნე, იმხელა ენერგია... წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე.
-მე...-საუბარი დავიწყე თუმცა დიდხანს ფიქრი არც დამჭირვებია, ისედაც ზუსტად ვიცოდი რა უნდა მეთქვა!
განა ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანგრძლივია რომ ვიფიქროთ იმაზე თუ რისი გვწამს?
და თქვენ რისი გწამთ?
რა არის ღმერთი? ვინ არის ღმერთი?
ვის/რის გამო გიხარიათ ყოველ დილით თვალების გახელა და სიცოცხლის ახალი დღის დაწყება?
ოჯახი? შეყვარებული? თუ საკუთარი თავი?
და მაინც...
სად არის ღმერთი?!

***
მადლობა თითოეულს ვინც ეს პატარა და ოდნავ განსხვავებული იმეიჯინი წაიკითხეთ, არასდროს არსად მინახავს რაიმე მსგავსი და გადავწყვიტე ამ თემაზე ღიად მესაუბრა. იმედია მოგეწონათ დაა აზრიი კომენტარებში <3
-with love 🌸🌙

Imagines 🔥🐨Where stories live. Discover now