ზოგი სიზმრებს აღწერს,
ტკივილზე წერს, ან თუნდაც,
სიყვრულს მისტირის.
შეიძლება მოგზაურობა ხიბლავს,
განსხვავებულს ეძებს და
გრძნობებზე საუბრობს..
მორალს ქადაგებს, როცა თვითონ საშინელებას სჩადის.
ზოგი ხსნას ეძებს, ზოგიც არ. ზოგსაც არ უნდა ხსნა.
ზოგს წვიმა უყვარს და მეხის ჩამოვარდნა აშინებს.
ზოგს ელვა უყვარდება.
გარემო იასამნისფერია იმ წამს.მუსიკას აღარ უსმენს, აქამდე სულ უსმენდა, მოსწონდა, სწყუროდა. უნდა ასე იყოს სამუდამოდ. შეძლებს?
გესმით რამე მისი ოთახიდან?"მე არა."
"არც მე."უნდა კარგი იყოს.
ადრე კარგი იყო.
ადრე ყველა შენატროდა, ყველას უყვარდა."მარტოობას რა სჯობს?" - ეკითხება თავს და სიმართლე ზოგჯერ შემაშფოთებლად იცვლება.
სხვისი ჩვევები გადმოიღო.
ეს არ უსურვია.
ბუნებრივია, დამშვიდდი.
თურმე წვრილმანების ეშინია.მას აღიარება უჭირს.
სხვებს ვერ ხედავს.
სინამდვილეში არასდროს უსმენდა.
არ უყვარდა სინანული.ღამე დღე გახდა.
იფიქრეთ ჩემს მაგივრად.ზედაპირი აღწევს სიღრმეში. დაუფარავი შეჭრა თავის გაცემას ნიშნავს.
სიმართლის ბოლომდე არ მიტანას.
ჰო, გეთანხმები, ყველაფერი შეიცვალა.არა, მას აღარ ეშინია.
საიდან ვიცი?
თვალები ისევ ისეთი აქვს, მაგრამ ახლა.. თითქოს რაღაც უცხო ნაპერწკალიც ანათებს.
ადრე ვტყუვდებოდი, როცა ასეთი ძლიერი მეგონა.
იქნებ იყო კიდეც? სიმართლე ორივეს გვეყოფა.