თავი 16

391 41 2
                                    




           


2 კვირის შემდეგ...

  წვიმს და ზამთრის სუსხი შეიმჩნევა.რაც შეიძლება თბილად ჩავიცვი და სკოლისკენ ფეხით წავედი.არ მინდა მანქანით წასვლა,თანაც ნახევარი საათით ადრე გამოვედი და არც დავიგვიანებ.

მივაბიჯებ ქუჩაში და თან 5sos-ის სიმღერას ,,Monster Among men"-ს  ვუსმენ.სიმღერის მოსმენის პარალელურად სკოლაზე,სტიპენდიაზე და სემზე ვფიქრობ. უკვე 2 კვირაა,რაც მკურნალობა დაიწყო.ქიმიოთერაპიები ძალიან რთული პროცესია.თავდაპირველად ხერხემლიდან დიდი ნემსით ფუნქცია გაუკეთეს,რათა გაეგოთ რა დონეზეა მისი დაავადება.მადლობა ღმერთს გაუარესება არ შემჩნეულა და მკურნალობა კარგად,ყველანაირი სირთულის გარეშე მიმდინარეობს.

ჯერჯერობით თმები არ გაცვენია,თუმცა ალბათ მალე დადგება ეს დროც. დღეს მის სანახავად წავალ სკოლის შემდეგ და მის საყვარელ ოლიბოლებს მივუტან.(ოლიბოლები ჰოლანდიური ტრადიციული საახალწლო ტკბილეულია.ტკბილი ცომი და ქიშმიში.)

უკნიდან ვიღაცის ხელის შეხებას ვგრძნობ და ელდანაკრავი ვბრუნდები. როგორც ყოველთვის ვერონიკაა.ვუღიმი და ვეხვევი.ჩემზე ათი სანტიმეტრით მაღალია,შავი თმები მხრებზე აფენია,შავი მოკლე და მომდგარი კაბა აცვია,ფეხზე კი მაღალქუსლიანები.მოკლედ ჩემი დაქალი სუპერმოდელია.

-ვაუ,ძალიან მაგრად გამოიყურები-ხელს ხელზე ვკიდებ და ერთმანეთის გვერდით მივაბიჯებთ.

-მადლობა,შენც!-მე ძალიან სპორტულად ვარ ჩაცმული.შავი მოშვებული შარვალი,ადიდასის კედები,შავი ,,Halifornia"-ს მაისური და შავი დათბილული ქურთუკი მაცვია.

-აბა დღეს რა გეგმები გაქვს?-მეკითხება ვერონიკა.

-სემთან მივდივარ სკოლის შემდეგ და შენ?

-მეც წამოვალ.დიდი ხანია არ მინახავს.-მეუბნება და მიღიმის.

-კარგი იდეაა.-ვეუბნები.ვერონიკას სახეზე ღიმილი ქრება და მოღუშული იყურება ირგვლივ.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now