თავი 17

373 41 2
                                    




           

ჯეიმთან და ვერონიკასთან გამომშვიდობების შემდეგ რიდერკერკის ონკოლოგიურ საავადმყოფოში წავედი.გზაში ოლიბოლების საყიდლად ,,საცხობში" შევიარე და მთელი ყუთი ვიყიდე,თან წვენიც მივაყოლე.

ტკბილეულობით დატვირთული პალატის კარს ვაღებ და მომღიმარი მივაბიჯებ სემისკენ.იქვე მაგიდაზე ვაწყობ ტკბილეულს და სემს ვუახლოვდები.

-გამარჯობა!-მისკენ ვიხრები და ტუჩებში ვკოცნი.

-გამარჯობა-ისიც მესალმება თან გვერდზე მითითებს,რომ მის გვერდით ჩამოვჯდე.

-დედაჩემი წეღან წავიდა.ვუთხარი,რომ შენ მოხვიდოდი და დამშვიდდა ცოტათი. უი ჰოო მართლა ჯეიმი,როგორ არის?

-მადლობა ღმერთს კარგადაა.

-ვინ დაჭრა?

-არ ვიცი. ვიღაც მაღალი,შავგვრემანი და დაკუნთული ტიპი იყო. უბრალოდ ის ვიცი,რომ ტალია კუპერთან რაღაც ინტრიგებში გაეხვა ჯეიმი და შეიძლება ამ გოგოს ნახელავია ეს ყველაფერი.-ჩემს მოსაზრებას ვუზიარებ სემს.

-შეიძლება...

-შენ როგორ გრძნობ თავს?-ვეკითხები სემს.

-კარგად,თუმცა ხოლმე დაღლილობასაც ვგრძნობ და მგონი უკვე თმებიც მცვივა.ასე რომ ისეთი მომხიბვლელი აღარ ვიქნები,როგორიც ადრე.-თვალებში მიყურებს.

-მნიშვნელობა არ აქვს... ჩემთვის ყოველთვის მომხიბვლელი იქნები.-შუბლზე ვკოცნი.-აბა რა გავაკეთოთ?

-იქნებ ჩემს გვერდით დაწვე და ერთად რამეს ვუყუროთ?-მთავაზობს ჩემი შეყვარებული.

-რა ჟანრის გინდა? ოღონდ ზომბებზე და აპოკალიფსზე არ იყოს!!!

-ჰო კარგი... მაშინ კომედიურს ვუყუროთ. მაგალითად ,,კოცნის ჯიხურს".

-კარგი...-მის გვერდით ვწვები და ფილმის ყურებას ვიწყებთ.

   ფილმის დასრულების შემდეგ ორივენი გაუნძრევლად ვწევართ.რამდენიმე წუთში სემს უკვე ღრმად სძინავს.ფრთხილად ვშორდები მას.შუბლზე ნაზად ვკოცნი,ჩემს ნივთებს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ.დერეფანში მისის რეინოლდსი,სემის დედა მხვდება,რომელიც სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now