თავი 18

369 48 0
                                    




           

სემის პალატისკენ გავიქეცი,მაგრამ ის რეანიმაციაში იწვა და არავის არ გვაძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას.ამბობდნენ,რომ მძიმე მდგომარეობაში იყო. ნატალია რეანიმაციის შესასვლელთან იჯდა და უემოციო სახე ჰქონდა. იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა,მე მისი შემხედვარე ვცოფდებოდი.სემი არ მოკვდება,სემი არ მოკვდება,სემი არ მოკვდება. მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებს გონებაში.

ნატალიას გვერდით ვჯდები და მხარზე ნაზად ვეხები.ჩემსკენ იხრება და გულში მიკრავს.ემოციებს ვეღარ იკავებს და ტირის.

-ნუ ტირით! სემი კარგად იქნება აი ნახავთ...-მის დამშვიდებასთან ერთად ამ სიტყვებით საკუთარი თავის დამშვიდებასაც ვცდილობ,მაგრამ ვინ იცის რა მოხდება სინამდვილეში?!

    სამი საშინელი და დამტანჯველი საათის გავლის შემდეგ რეანიმაციიდან ექიმი გამოდის და გვეუბნება: -ახლა ის უკეთ გრძნობს თავს... რაღაც გართულებები იყო მკურნალობასთან დაკავშირებით,მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.უბრალოდ მისი დაავადების კონტროლი უნდა მოვახდინოთ ყოველ თვეში.-,,ოჰ ფუნქცია" გავიფიქრე.როგორც აგიხსენით ფუნქციის გაკეთება საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია. სემი წინაზე ძალიან გაწვალდა.დიდი ნემსით შენს ხერხემალში ყველანაირი გამაყუჩებლისა და ნარკოზის გარეშე შედიან და გეტკინება აბა რა იქნება...

-ნორას ნახვას მოითხოვს... ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ-ამთავრებს თავის სათქმელს ექიმი.

-მადლობა ყველაფრისთვის-ეუბნება ნატალია,მე კი რეანიმაციის კარს ვაღებ და სემისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ.

ღვიძავს და მომღიმარი მიყურებს,თუმცა ეტყობა,რომ ძალიან გადაღლილია და ძალა გამოცლილი.

-ნორა...-მეძახის ჩახლეჩილი ხმით.

-სემ... როგორ შემაშინე.-ლოყაზე ცრემლი მიგორდება.მისი თითების შეხებას ვგრძნობ სახეზე და მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now