დილის ცხრა საათზე ფანჯარაზე კენჭების მოხვედრის ხმა მაღვიძებს.საწოლიდან ვდგები,ხალათს ვიცვამ და ფანჯარას ვაღებ.ირგვლივ გაოცებული ვიყურები,რადგან თოვლს ყველაფერი დაეფარა.საღამოთი ერთი ფიფქიც კი არ იყო,ახლა კი ყველაფერი თეთრია და ამ სითეთრის ფონზე ვხედავ სემ რეინოლდს,რომელიც მომღიმარი მიყურებს.
-დილამშვიდობისა,ჩემო ანგელოზო!-მესალმება
-დილამშვიდობისა,ჩემო სიყვარულო!
-სადღაც მინდა წაგიყვანო...
-კარგი,მაგრამ სახლში შემოდი,თორემ გაიყინები მანდ.-ცხვირი სულ გასწითლებოდა.
-ჰო რა თქმა უნდა... მალე ჩამოდი ქვემოთ,თორემ მოვიწყენ.
-კარგი.-ფანჯარას ვხურავ და გარდერობში ტანსაცმელს ვეძებ.ჯინსებს,თეთრ ფუმფულა სვიტერს,ბათინკებსა და ჯინსის დათბლულ ქურთუკს ვიცვამ.ზურგჩანთაში სპორტულ შარვალს,მაისურს და რამდენიმე საცვალს ვდებ.
მობილურს ჯიბეში ვიგდებ და ოთახის მოწესრიგების შემდეგ კიბეებზე სწრაფად ჩავდივარ. დედა და მამა ჰოლში მხვდებიან,სემიც მათთან ერთადაა.გამთბარა და სახეზე ფერი დაბრუნებია. მისკენ მივდივარ და ვეხუტები,შემდეგ კი ტუჩებში ვნებიანად ვკოცნი.
-როგორც გითხარით ზეგ დაგიბრუნებთ თქვენს ქალიშვილს...-ეუბნება სემი ჩემს მშობლებს.
-კარგი!-მხიარულად ამბობს დედა,მეხუტება და თვალს ეშმაკურად მიკრავს.ნეტავ ახლა რაღა უნდა!
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...