დილით ჯიმინის მაღვიძარა ექვს საათზე აღვიძებს. ჯიმინი მაღვიძარას რთავს. უნდა დაიძინოს, მაგრამ ვეღარ იძინებს. ახსენდება რომ დღეს თავისი მეგობარი ლისა ჩამოდის საფრანგეთიდან. სასწრაფოდ დგება საწოლიდან და თავს იწესრიგებს.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
თავის მანქანაში ჯდება და აეროპორტში მიდის. ძალიან უნდა ლისას ნახვა, ის ხომ მისი პირველი სიყვარულია. მის გამო თავსაც კი გაწირავს. ძალიან მოენატრა ლისა. ის უკვე ორი წელია რაც საფრანგეთშია წასული, მაგრამ ამისდამიუხედავად ჯიმინს კიდევ უყვარს. ახლა ლისას იხსენებს, მასთან გატარებულ ბედნიერ წუთებს იხსენებს და ეღიმება. ოთხი წელია რაც უყვარს, მაგრამ ვერ ეუბნება.
- დღეს ლისას ნახავ ჯიმინ, დღეს ნახავ შენს სიყვარულს და იმასაც ეტყვი რომ გიყვარს. შენ ამას შეძლებ ჯიმინ. ეუბნებოდა თავის თავს ჯიმინი.
- არა ჯიმინ ვერ შეძლებ ამას, იქნებ არ უყვარხარ. ან....ან იქნებ შეყვარებული ჰყავს. ის ისეთი ლამაზია, ეყოლება შეყვარებული აბა რა იქნება. ამას ვერ შევძლებ ვერ ვეტყვი რომ მიყვარს. ვერ ვეტყვი იმას რომ ის ჩემი სულის ნაწილია და ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს. ვეღარ გავძლებ ასე. უნდა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ მას არ ვუყვარვარ, მაგრამ არაუშავს. ჯობია სიმართლე გავიგო და დავიტანჯო. მას მე ვერასდროს დავივიწყებ და ყოველთვის მეყვარება, რომც ვძულდე, რომც დამამციროს მაინც მეყვარება. ეჰ ჯიმინ ჯობია სიმართლეს შეეგუო მას არასდროს შეუყვარდები. ფიქრობს ჯიმინი და ლისას ფოტოებს უყურებს რომელებიც თვითონ გადაუღო ლისას ორი წლის წინ თავის საყვარელ კაფეში.