თავი 20

360 39 7
                                    


24 დეკემბრის ღამეს მე და სემი სახლში არსებულ ყველა ციმციმა ნათურას ვრთავთ და მთელი სახლი ნათდება.

ორცხობლიებს ვაცხობთ,რომლებსაც სხვადასხვანაირად ვრთავთ.ქათამს ვწვავ.ვგიჟდები შემწვარ ქათამზე ისევე,როგორც სემი.

-მე ორცობილებს გავიტან მისაღებში.-მეუბნება სემი.

-კარგი...-ვპასუხობ და ღუმელიდან შემწვარი ქათამი გამომაქვს,თან მის უგემრიელეს სურნელს შევიყნოსავ.იქვე მაგიდაზე ვდებ სალათების გვერდით.

-მმმ... რა მადისაღმძვრელად გამოიყურება-გამოთქვამს თავის აზრს სემი.

-მართლაც...-წინსაფარს ვიხსნი და სამზარეულოს საკიდზე ვკიდებ. ლანგარზე ვაწყობ ყველაფერს და სემს ჰოლში გააქვს.

სემი ღვინოს ბოთლს ხსნის.ჯერ მე მისხამს,შემდეგ კი თავისთვის ისხამს ჭიქაში.

ღამის თორმეტ საათზე შობას აღვნიშნავთ.ღვინოს ბლომად ვსვამთ და საჭმელსაც გემრიელად შევექცევით.ვტკბებით ერთმანეთთან ყოფნით და ერთმანეთის ცქერით.ვერც კი წარმომიდგენია საკუთარი თავი მის გარეშე...

საშობაო ფილმებსაც ვუყურებთ და საბოლოოდ დილის ოთხ საათზე სემი მეუბნება: -იქნებ ზემოთ ავსულიყავით და დაგვეძინა?

-მმმ... კარგი აზრია-ვდგები და კიბეებზე მივაბიჯებ.სემიც ჩემს უკან მოდის.საძინებელში შევდივარ,საწოლზე ვწვები და საბანში ვეხვევი.რამდენიმე წუთში სემიც ჩემს გვერდით წვება და ზურგზე მეკვრება.ხელებს წელზე მხვევს,მისკენ მიზიდავს და კისერში მკოცნის.

-ძილინებისა,ანგელოზო!-მიჩურჩულებს ჩემი სიყვარული...

-ძილინებისა სემიკო!-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.

-ძილინებისა სემიკო!-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now