თავი 21

328 44 2
                                    

Sam's POV

           


რამდენიმე საათით ადრე...

მისტერ დიუნანი,ჩემი ექიმი შემოვიდა და ფუნქციის შედეგები მამცნო.

-სემ მკურნალობის მეორე ეტაპი ნორმალურად,თუმცა არც ისე კარგად მიმდინარეობს.ვფიქრობ იქნება გართულებები და არ ვიცი... უბრალოდ ამაზე შენთან საუბარი ძალიან მძიმეა... ნატალისაც ვესაუბრე და უკვე ყველაფერი იცის. მხოლოდ 20 პროცენტია იმის შანსი,რომ შენი გადარჩენა შევძლოთ. თუ მეორე კურსს დახურავ წინ მესამე გელის და ნაკლებად სავარაუდოა ის,რომ მესამეს გაუძლო. ვწუხვარ სემ... მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ,რომ სიცოცხლე შეგინარჩუნო.უბრალოდ ფარ-ხმალი არ დაყარო და იბრძოლე.

-შევეცდები.-მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და იქვე სავარძელში ვესვენები.ექიმი პალატიდან გადის და მე სიჩუმეში ვრჩები. ამ მომენტში მხოლოდ ნორაზე ვფიქრობ.აქამდე იმედი მქონდა,რომ ჩემს გადარჩენას შეძლებდნენ და ნორასთან ერთად მთელს ჩემს ცხოვრებას გავატარებდი,მაგრამ ახლა ვიცი,რომ მოვკვდები. აჯობებს ნორას დავშორდე და იფიქროს,რომ აღარ მიყვარს,ვიდრე ჩემი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილით წლების მანძილზე იტანჯებოდეს.მინდა იფიქროს,რომ ნაძირალა ვარ,რომელმაც გამოიყენა,რათა ჩემს გვერდით ყოფნა აღარასოდეს მოუნდეს.

2 კვირის შემდეგ.

მკურნალობის მეორე კურსი დავხურე და ერთ კვირაში მესამე კურსს ვიწყებ,თუმცა მთელს დღეებს საშინელ ტანჯვასა და მოწყენილობაში ვატარებდი.ყოველ წამს ვნატრულობდი,რომ ნორა შემოსულიყო და უბრალოდ მოსიყვარულე თვლებით შემოეხედა. ამ დროის მანძილზე მის სოციალურ ქსელებს ხშირად ვამოწმებდი,მაგრამ ახალი არაფერი არ იყო...

ჩემოდანს საავადმყოფოს დერეფანში მივაგორებ და ლიფტში შევდივარ.

ამ დროს ლიფტისკენ მორბენალ გოგოს ვხედავ,რომელიც ხელით მანიშნებს,რომ ლიფტი გავაჩერო,მეც მაშინვე ამას ვაკეთებ და გოგონას ველოდები.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now