თავი 23

355 41 3
                                    

დილით ადრე ვიღვიძებ და სკოლისთვის ვემზადები. შავ დიდ მაისურს ვიცვამ,შავ მუხლებზე გადახეულ შარვალსა და თეთრ კედებს.მხოლოდ გალა ვარდისფერ ტუჩსაცს ვისვამ,თმებს კი ვიშლი. ბიოლოგიისა და ინგლისურის წიგნებს ვდებ ჩანთაში, ასევე რამდენიმე კალამსა და რვეულს.
მობილურს ჯიბეში ვიგდებ და სამზარეულოში ჩავდივარ.

მობილურს ჯიბეში ვიგდებ და სამზარეულოში ჩავდივარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გუშინდელის მერე თავს საშინლად ვგრძნობ... სემმა მიმაგდო... ახლა კი ის მშვენიერი გოგო ყავს გვერდით...
-ნორა უკვე მიდიხარ?-კართან მისულს მაჩერებს დედა.
-ჰოო...-ვბუტბუტებ.
-საუზმის გარეშე?
-რაღაც არ მშია... კაფეტერიაში შევჭამ რამეს... დროებით!-მანამდე ვასწრებ გასვლას,სანამ კიდევ რამეს მეტყოდეს.
მანქანაში ვჯდები და უხალისოდ ვძრავ.
ათ წუთში მანქანას სკოლის პარკინგზე ვაჩერებ. ვიღაც ტიპი მიახლოვდება.გუშინდელიდან ბუნდოვნად მახსოვს...
-ჰეი!-მესალმება...
-ჰეიი...-საპასუხოდ მეც ვესალმები.
ცისფერი თვალებით დამცქერის და მისი სახელი მაშინვე მახსენდება... ჰარი. ეს ხომ ჰარი რაფტუსია...
ვუღიმი და მასთან ერთად სკოლის დერეფანში შევდივარ. ნეტავ სემი არ შემხვდებოდეს... მისი სახის დანახვა საერთოდაც არ მინდა.
-ნორა...-ხრინწიანი ხმით მომმართავს ჰარი.
-გისმენ...
-იქნებ სადმე გაგვესეირნა?-მიღიმის
-კარგი...-მაშინვე ვპასუხობ.
-შესანიშნავია.-ჩემს ნომერს იწერს,შემდეგ კი თავის ნომერს მაწერინებს.
-შეხვედრამე-ვეუბნები და ბიოლოგიის კაბინეტისკენ მივდივარ. გზაში ალექსი მხვდება და თვალს მიკრავს.
-აბაა როგორ ხარ?-მეკითხება და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს.
-არამიშავს...-ვამბობ და ვცდილობ ყურადღება მასალაზე გადავიტანო. ამ
დროს ბიოლოგიის მასწავლებელი წინ ბაყაყს მიდებს გასაკვეთად. უეცრად ის მომენტი მახსენდება,როცა სემთან ერთად გავკვეთე ბაყაყი და სახეზე ღიმილი
მეფინება. კარისკენ ვიხედები და სემ რეინოლდსს ვხედავ,რომელიც ისევ იმ შავგვრემან გოგოსთან ერთად შემოდის და ჩვენს უკან იკავებს ადგილს. მხოლოდ ერთხელ გამომხედა,ისიც ცივი მზერით...
მე და ალექსმა ერთად დავიწყეთ მუშაობა. სკალპელი ხელში მოვიმარჯვე და ბაყაყი გავჭერი. უკნიდან იმ შავგვრემანი
გოგოს კისკისი მესმის,როგორც ჩანს სემს ეფლირტავება.
-ოჰ ნეტავ ახლა ბაყაყის ნაცვლად ამ გოგოს ვკვეთდე!!!-ვჩურჩულებ,მაგრამ როგორც ჩანს ალექსმა გაიგონა და მკითხა: -რა თქვი?
-არაფერი...-ვითომც არაფერიო ვუღიმი და საქმეს ვაგრძელებ.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now