თვალებს ვახელ და სემს ვხედავ,რომელსაც ჯერ კიდევ სძინავს და მშვიდად სუნთქავს.თმაზე ვეფერები,ის კი
თვალებს ახელს და მომხიბვლელად მიღიმის. ჩემსკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის.
-უკვე გათენდა?-მეკითხება მას შემდეგ,რაც თავის ტუჩებს ჩემსას აშორებს.
-კი...-ტუჩს ვიკვნეტ და მხოლოდ მას ვუყურებ.
-რამე მჭირს?-მეკითხება გაკვირვებული.
-არაა... უბრალოდ მომენატრე სემ...-ვგრძნობ როგორ მიხურს სახე.
-მეც,ჩემო ანგელოზო!-მკლავებს მხვევს და მისკენ მიზიდავს.სასიყვარულო ალერსის შემდეგ აბანოში შევდივარ და შხაპს ვიღებ.არ მჯერა,რომ მე და სემი შევრიგდით... საოცრად ბედნიერი ვარ,თუმცა შემდეგ რა იქნება? როგორ იქნება სემი?...
რამდენიმე წუთში პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ და ტანსაცმელს ვეძებ. (რამდენიმე კვირის წინ,სანამ მე და სემი დავშორდებოდით რაღაცები დავტოვე აქ.)
თეთრ სვიტერს,ლურჯ ჯინსის შარვალს,ყავისფერ ბათინკებს და ამავე ფერის ქურთუკს ვიცვამ. თმას ვივარცხნი და გალა ვარდისფერ ტუჩსაცხს ვისვამ,როგორც ყოველთვის...სემი საპირფარეშოდან გამოდის და ჩემს წინ მაისურისა და საცვლის
ამარა დადის. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მამჩნევს,თუ როგორ მივშტერებივარ მის საოცარ სხეულს.
-ახლავე ჩავიცვამ.-მეუბნება და შავი შარვლის ჩაცმას იწყებს.
როცა უკვე მზადაა საწოლზე ჩემს გვერდით ჯდება და თვალებში მიყურებს.
-მაპატიე ნორა... ძალიან ცუდად მოვიქეცი.იმ მომენტში მხოლოდ ის მინდოდა,რომ შეგძულებოდი და ჩემი დაკარგვით არ დატანჯულიყავი... მაგრამ შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.-ჩემს ხელს თავის ხელში იქცევს და გულზე იდებს.-ეს მხოლოდ შენ გეკუთვნის,როგორც ყოველთვის...
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...