სემმა მკურნალობის მესამე ეტაპი დაიწყო.ექიმები მხოლოდ 20%-ს იძლევიან იმის შანსს,რომ სემი გამოჯანმრთელდება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედია კარგადვე დასრულდება.31 დეკემბერი. 23:00საათი.
-მეძინება-მეუბნება სემი და თავს მხარზე მადებს.
-რა დროს ძილია...-ვბურტყუნებ და თან ვერონიკას ვწერ,რომ დროულად მოვიდეს.
-იქნებ სადმე გავსულიყავით?-მთავაზობს სემი.
-არა...-უარს ვეუბნები,რადგანაც ნატალიმაც და ექიმმაც გამაფრთხილეს,რომ არსად არ წამეყვანა.
-აბა რა ვაკეთოთ?-წამოიმართა და ზემოდან დამაცქერდა.
-ვერონიკას და ჯეიმის დაველოდოთ.-მობილურს იქვე ვაგდებ და სემს ტუჩებში ვკოცნი.
-მიყვარხარ-მეჩურჩულება და თან წელზე ხელს მხვევს.საწოლზე მაწვენს და ზემოდან მექცევა.კისერში მკოცნის,მე კი კისერზე ხელებს ვხვევ და ჩემსკენ ვიზიდავ.
სწორედ ამ დროს პალატის კარი იღება.სემს სწრაფად ვშორდები და ,,ვითომც არაფერი მომხდარა" სახეს ვიღებ.ჩემი დაქალი გვაშტერდება.
-ოუ,ისევ ხელი შეგიშალეთ...-ჩურჩულებს და უკან ბრუნდება.
-არა ვერონიკა! შემოდი...-ეუბნება წამოწოლილი სემი.
ამ დროს ჯეიმიც შემოდის ოთახში,ხელში შამპანურის ოთხი ბოთლი და ტკბილეული უჭირავს.
-მაშ,კარგი!-ვერონიკა ჩემსკენ მოქრის და მთელი ძალით მეხუტება.
-მომენატრე სიამო!-ლოყებზე მეფერება
-მეც მომენატრეე სიამო!-ვუღიმი.
თმებს ვისწორებ და ფეხზე ვდგები.სემი კი იქვე სავარძელში ჯდება.
23:59
-მხოლოდ ერთი წუთი და ახალი წელი იქნება!!!-აღფრთოვანებას ვეღარ მალავს ვერონიკა.
-გილოცავთ!!!-წამოიძახა ჯეიმიმ და შამპანურის ბოთლი გახსნა.
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...