Imagine - Harry Styles

593 25 7
                                    

-ცოლად გამომყვები?

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-ცოლად გამომყვები?

ტანზე ეკალმა დამაყარა, თავი არაკონფორტულად ვიგრძენი, გაოცებული და გაკვირვებული ვიყავი. მაგიდიდან ავდექი და რესტორანი უხმოდ დავტოვე.

იქვე მდგარ ტაქსიში ჩავჯექი და სასტუმროსკენ წავედი. ნომერში ავედი ჩანთა და მოსაცმელი იქვე მივაგდე. საწოლზე ტელეფინი დავაგე და მეც იქვე დავწექი...

სასტუმროს ნომრის ერთი კედელი მთლიანად ფანჯერბი იყო,სულ შვიდი იყო და ტოკიოს ხედს შესანიშნავად გამოკვეთდა.

საწოლზე ვიწექი რომელიც ოთახის შუაგულში იდგა.უმშვენიერესი ხედი იშლებოდა სასტუმროდან, ტოკიო ხომ საოცარი ადგილია,ყველაფერი განათებული იყო და მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა მოხდა რა მითხრა მან და რატომ ვერაფერი ვუთხარი მე. 

გარეთ წვიმდა,მე კი ოთახში მარტოდ მარტო ვიყავი ჩემს ფიქრებთან ერთად თან ვხვდებოდი რომ მეძინებოდა მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი.

ყვირილი... შიში... განგაში...

ძილბურანში მყოფმა ვერ გამირკვევია რა ხდება,მაგრამ მესმის ადამიანების ყვირილი და თავს ძალას ვატან რომ თვალები გავახილო.ეს არ არის სახანძრო განგაში ეს ავის მომასწავლებელი სიგნალია.

 საწოლიდან წამოდგომა დავაპირე როდესაც მიწამ მოძრაობა დაიწყო და მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.

მიწისძვრა.

ფანჯარა ჩატყდა,7 ფანჯრიდან მხოლოდ ერთი და უფრო მკვეთრად მესმოდა ადამიანების განწირული ყვირილი რომლებიც ალბათ დაშავებულები იყვენენ მე კი საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი რადგან ვიცოდი რომ თუ რამეს მოვიმოქმედებდი შეიძლებოდა ეს სავალალოდ დასრულებულიყო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 12, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

One Direction / ImaginesWhere stories live. Discover now