(უბრალოდ გთხოვ მოუსმინე.შოპენი,ეს ხომ უკვდავი კლასიკაა)
ვიდრე ცოცხალი ხარ-არავის ენაღვლები,
მოკვდები თუ არა-არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.
ეს არ არის ის სიტუაცია,რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში განიცდის.
იგი ცხოვრებაშიც კი საინტერესოდ საინტერესო პიროვნება იყო,მეტადრე ამოუცნობი ვიდრე საინტერესო.როცა ადამიანი დაკარგავს იმას,რომლის დაკარგვაც
ყ ვ ე ლ ა ზ ე მ ე ტ ა დ ეშინოდა,მისთვის ყოველივე წერტილი,კუთხე,კუნჭული,ნაწილი,წვრილმანი,რომლებიც მას მასთან აკავშირებდ,ხელახლა იბადება და ყველაზე ძვირფასი ჩნდება.
ზუსტად ესე ვარ მეც.
იმ ადგილას ვდგები სადაც სარკის წინ ისწორებდა თმებს,სარკეში ვიყურები და მის სილუეტს ვხედავ.
მაკიაჟს ვიკეთებ იმ მიზნით რომ სარკიდან მის მზერას ვიგრძნობ,ვიხედები და იმ სიცარიელის გარდა,რომელშიც ცხოვრება აუტანელია,არაფერს ვხედავ.
მარტოობა-ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან.არც უკეთესია და არც უარესი მთელ დანარჩენზე.მხოლოდ ესაა,ამაზე ლაპარაკობენ.ადამიანი მუდამ მარტოა და ამასთან არასოდესაა მარტო.
ასეა,ის აღარ გყავს,თუმცა ამასთანავე გვერდით გიდგას,იგი სხვაგანაა,ამასთანავე შენ წინ დგას,იგი გარდაცვლილია,არადა ამწამს,ზუსტად ამ მომენტში,ის შენ გიღიმის.
იმდენად ეშვები ფანტაზიის სამყაროში,რომ წარსულიც კი ქრება აწყმოსთან ერთად.
ის არ გყავს გვერდით,მაგრამ წარმოიდგენ რომ იქ დგას და გიყურებს.-არა ჯონქუქ!-ვყვიროდი გამწარებული.
აქეთ იქით მაკავებდნენ,არვიცი ვინ.
წყვდიადში მონაცვლეობით ჩნდებოდნენ ნაცნობი სახეები
ხმები
შეხებები.
-მიმიშვით!-ვღრიალებდი გამწარებული და თავის დაძვრენას ვცდილობდი.
-სუ ის მკვდარია შეეშვი ვერაფერს შეცვლი!-მეუბნებოდა ჯიმინი და ჩემთან ერთად ტირილს უმატებდა.ჩემი მკლავი ეჭირა,მტკენდა მაგრამ ვერ ვაანალიზებდი.
მარტო ის ვიცოდი რომ ამ წუთიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა.
-არა ჩემო სიყვარულო!ჩემო ცხოვრების ერთადერთო აზრო!გამოფხიზლდი გემუდარები-თეთრ უსულო სხეულს აქეთ იქით ვარხევდი და გულში ვიკრავდი იმ იმედით რომ გულის ცემას გავიგებდი,მის ამოსუნთქვას ვიგრძნობდი.
ის სამუდამოდ წავიდა!