თავი 1...

16 2 1
                                    

9 იანვარი,2019 წელი, ღამის ექვსი საათი.

ეს დრო ალბათ ყოველთვის დამამახსოვრდება,რადგან უდიდესი გადაწყვეტილება მივიღე.

აღმოვაჩინე ის რასაც ვეძებდი.

შევიქმენი ის რაღაც, რისთვისაც ცხოვრობენ და რისთვისაც ვიცოცხლებ:

~მიზანი~

  რა არის მიზანი? ეს არის ოცნება, რომლის მისაღწევადაც ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ვასრულებთ მას.  მიზანი არის ის, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით.  

ალბათ ამის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდებათ კითხვა "რა მიზანი?"

"მინდა რომ მწერალი გამოვიდე"

უბრალოდ წინადადებაა არა? თანაც ძალიან ბავშვურად ჟღერს,მაგრამ  მოდი სხვა თვალით შევხედოთ,რადგან ეს პატარა წინადადება იმაზე მეტს იტევს ვიდრე გვგონიათ.

სურვილი,მზადება დიდი შრომისათვის და უბრალოდ მიზანი.

–––

ალბათ დაგაინტერესათ რატომ მწერლობა.ალბათ იმიტომ რომ ეს მართობს,მეხმარება ვიყო ის ვინც მინდა რომ ვიყო და უბრალოდ მაბედნიერებს.მაძლევს იმ რაღაცას რომელიც სიცოხლის მანძილზე არაფერმა არ მომცა.

რას დავწერ?

ყველაფერს რაც აზრად მომივა.

ვიზე დავწერ?

ყველაზე ვიზეც მოისურვებთ.

რატომ დავწერ?

იმიტომ რომ ესაა ჩემი მოვალეობა,რისგამოც მოვევლინე ამ უზარმაზარ სამყაროს.აქ იმისთვის ვარ რომ ჩემი ვალი მოვიხადო და საკუთარი თავი აღმოვაჩინო...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 09, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

^მე მწერალი?!^Where stories live. Discover now