2 წლის შემდეგ...როგორც ვგეგმავდი ერასმუსის უნივერსიტეტში მოვხვდი,რომელიც ჰოლანდიის ქალაქ,როტერდამში მდებარეობს.ბავშვობიდან აქ სწავლაზე ვოცნებობდი და ოცნებები რეალობად ვაქციე. აქ დიპლომატიურ ფაკულტეტზე ვსწავლობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო. სემი გრონინგენის უნივერსიტეტშია.ჩვენ რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობისთვის. 2საათისა და 30 წუთის სავალია როტერდამიდან გრონინგენამდე,შესაბამისად,ყოველდღე ვერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას,თუმცა კვირის ბოლოს ყოველთვის ერთად ვართ.
რაც შეეხება სემის ჯანმრთელობას ყველაფერი კარგადაა.კიდევ სამი წელიც და თითქმის შეუძლებელი იქნება ამ დაავადების რეციდივი (განმეორება).
პარასკევი 18:00
მანქანას ერთ-ერთი ულამაზესი პარკის ,,კრალინგენის" პარკინგზე ვაჩერებ და გადმოვდივარ.ჩემი თვალები მხოლოდ სემს ეძებენ,როგორც მითხრა,აქ იქნებოდა.უეცრად უკნიდან ვიღაც მეხუტება და თავის დიდ ხელებს წელზე მხვევს.ვხვდები,რომ ეს სემია.მისკენ ვტრიალდები და ტუჩებში ვნებიანად ვკოცნი.
-ძალიან მომენატრე,ჩემო ანგელოზო!-მას შემდეგ მეუბნება,რაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შორდება.
-მეც ძალიან მომენატრე,ჩემო სიყვარულო!-ხელს ხელზე ვკიდებ და პარკში მივაბიჯებთ.
გაზაფული ახლახანს დადგა და ყველაფერი ნელნელა აყვავდა.დღემაც საგრძნობლად მოიმატა და ყველაფერს შესანიშნავი ელფერი შეეძინა,მაგრამ ისედაც ყველაფერი შესანიშნავია,როცა სემის გვერდით ვარ.
-გინდა აქ ჩამოვსხდეთ?-მეკითხება სემი და თან იქვე ტბის ნაპირას მდგომ სკამზე მანიშნებს.
-კარგი,ჩამოვსხდეთ...-ვეუბნები და სკამზე სემის გვერდით ვთავსდები.
პლაშის ღილებს ვიხსნი,რადგანაც აქ საკმაოდ თბილა.
-მისმინე ნორა...-საუბარს იწყებს სემი და თან ჩემს ხელს თავის დიდ ხელის მტევნებში იქცევს.ჩემს გაყინულ ხელებს სემის ხელები ათბობენ.ყოველთვის ცივი მაქვს...
YOU ARE READING
Let me think (დასრულებული)
Romanceნორა სენდერსონი 17 წლის გოგონაა. იგი ჰოლანდიის პატარა ქალაქ,რიდერკერკში ცხოვრობს.ერთი წლის წინ მის ოჯახში საშინელება მოხდა.ნორას უმცროსი და ჯენი ლეიკემიით გარდაიცვალა.ჯენი ნორასთვის ყველაფერი იყო. ახლა მის გულში დიდი სიცარიელეა. ქალაქში ბრუნდება ბი...