თავი 28

656 55 20
                                    




           


5 წლის შემდეგ...

,,Corner Cafe"-ში ვერონიკასთან ერთად ვზივარ.სამსახურის შემდეგ აქ ვხვდებით და ვსაუბრობთ.

ის და ჯეიმი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და უკვე ბავშვიც ჰყავთ.ჰარი დაარქვეს... ალბათ ხვდებით რატომაც!

არაჩვეულებრივი ქორწილი ჰქონდათ.მე ვერონიკას მეჯვარე ვიყავი,ხოლო სემი ჯეიმის. საოცარი დრო გავატარეთ.

  საელჩოში ვმუშაობ.ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და წარმატებული დიპლომატიც ვარ.რაც შეეხება სემს ის ჟურნალისტია,თანაც ძალიან კარგი.ისიც ჰოლანდიაშა ამჟამად,მაგრამ ამერიკაში მუშაობის შემოთავაზება მიიღო და ალბათ უარს არ იტყვის.მე და ის ისევ ერთად ვართ და ჩვენს შორის გრძნობა ცოტათითაც არ განელებულა.ერთმანეთი ისევ ისე გვიყვარს,როგორც ადრე.

-ჰარი ჯეიმისთან დავტოვე,დღეს სამსახურიდან დაეთხოვა და ალბათ სახლში არეულობას დამახვედრებენ!-ამბობს ვერონიკა,მაგრამ საერთოდაც არ აღიზიანებს ის ფაქტი,რომ სახლი არეული იქნება.-სემი სადაა?

-რამდენიმე წუთში მომაკითხავს.რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოო... ალბათ ამერიკაში სამსახურის თაობაზე უნდა საუბარი.-ჩაფიქრებული ვპასუხობ ჩემს დაქალს.

-ჰო ალბათ... აი ისიც!-მეუბნება და კარისკენ ვიხედები.სემს ვხედავ,რომელიც ჩვენსკენ მოდის.

ორივეს გვესალმება,შემდეგ ჩემსკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის.

ორივეს გვესალმება,შემდეგ ჩემსკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-წავიდეთ?-მეკითხება

-კარგი... დაგირეკავ მოგვიანებით ვერო!-ლოყაზე ნაზად ვკოცნი ჩემს დაქალს და სემთან ერთად გარეთ გავდივარ.

Let me think (დასრულებული)Where stories live. Discover now