-ეს არის შენი პირობა? ეს? - შედარებით ხმამაღლა და ზედმეტად აფორიაქებული ხმით წარმოთქვა გოგომ და ნახმარი შპრიცი, რომლის ნემსის წვერსაც სულ ოდნავ, მაგრამ მაინც ემჩნეოდა სისხლის წითელი კვალი, აკანკალებული ხელით, ზიზღით დააგდო ხის იატაკზე. - რამდენჯერ გთხოვე და რამდენჯერ დამპირდი - ყელში მოწოლილი ცრემლებისგან დამძიმებული და გამტყდარი ხმით წარმოთქვა. შემდეგ კი თანამოსაუბრის სახიდან, რომელსაც მთელი ეს დრო დაჟინებით მისჩერებოდა, მზერა მის ფერმკრთალ და ნემსისგან უკვე საკმაოდ დასახიჩრებულ მკლავზე გადაიტანა. თავი ვეღარ შეიკავა და მის თვალებს მსხვილი ცრემლები მოსწყდა, როცა შენიშნა თუ როგორ გამოჟონა ბიჭის მკლავზე არსებული ჯერ კიდევ ახალი ნანემსრიდან სისხლის კიდევ ერთმა წვეთმა.
ბიჭმა ოდნავ გასაგონად ამოიოხრა და მას მიუახლოვდა. მის სახესთან გაუბედავად მიტანილი ხელით ნელა მოსწმინდა საყვარელ სახეს მორიგი მტკივნეული ცრემლი. ცრემლი, რომლის მიზეზიც კვლავ თავადვე იყო. უკვე მერამდენედ? მერამდენედ სტკიოდა მის გამო? მერამდენე ცრემლი ასველებდა მის მშვენიერ სახეს? და ეს მარტო იმიტომ, რომ უნებისყოფო ნარკომანი შეუყვარდა.
გგონიათ, მას არ უყვარდა? უყვარდა... უყვარდა და თან მთელი არსებით. სწორედ ამიტომ ვერ გაუშვა ამდენხანს. თუმცა დღეს აღარ შეაჩერებდა. იმიტომ კი არა, რომ სიყვარული განელდა. არა... უბრალოდ მისი ტანჯვის ყურება აღარ შეეძლო. დღევანდელი დღე ბოლო იქნებიდა, როდესაც ის მის გამო იტირებდა.
თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ იყო. დღეს დილამდე როგორღაც კიდევ არსებობდა მის გულში იმის იმედი, რომ ერთ დღესაც ისევ იქნებოდა თავისუფალი და კვლავ შეძლებდა სუნთქვას. სწორედ ეს მიზეზი აიძულებდა მას, მთელი ძალით ჩასჭიდებოდა გოგოს არსებას და სიტყვებით, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მიეცა იმედი. ანუ ის, რაც თავის მხრივ მჭიდროდ მიაჯაჭვავდა გოგოს თავისზე.
YOU ARE READING
Addicted
Fanfictionყოველი მორიგი დოზის შემდეგ თავის თავს უმეორებდა, რომ ეს ბოლო იყო, თუმცა ამ სიტყვებს ძალიან მცირე ვადა ჰქონდათ. ვადა ლომკიდან ლომკამდე. *** 1/1