< 6 წლის შემდეგ >
დილანის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი ცხოვრება გამეგრძელებინა.
ეს ძალიან რთული იყო.. დილანის გარეშე საშინლად მიჭირდა.. ზოგჯერ ვფიქრობდი ,რომ თავი მომეკლა მაგრამ შემდეგ, დილანი მახსენდებოდა და მასთან გატარებული დრო.. ამიტომ ყოველ ჯერზე, ამ ფიქრებს ჩემი გონებიდან ვაქრობდი.. გარეთ გასვლის სურვილიც არ მქონდა.. დედას სურდა , რომ ფსიქოლოგთან წავეყვანე, მაგრამ მე უარს ვამბობდი.. ემილი და მეთი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის , რომ კარგად გავმხდარიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა..
მეთმა , ემილიმ , დედამ და ჩემმა ძმამ გადამატანინეს ყველაფერი და მაიძულეს , რომ გონს მოვსულიყავი..
ახლა კი კარგად ვარ მიუხედავად იმისა , რომ დილანი ისევ მიყვარს და ისევ ძალიან მენატრება..ახლა ჩემს კაბინეტში ვზივარ და თავი საბუთებში მაქვს ჩარგული.. ერთ-ერთ კომპანიაში გენერალური დირექტორის ასისტენტი ვარ..
ჩემი სამუშაო მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ , მიუხედავად იმისა , რომ ზოგჯერ ძალიან ვიღლები..შუა საქმის დროს კარებზე კაკუნის ხმა მესმის.. კარი იღება და ოთახში კამილა შემოდის.. ისიც აქ მუშაობს და ჩემი მეგობარია...
- ჰეი ჰანა.. იქნებ დრო ჩემთვისაც გამონახო??- ოთახში შემოდის და ჩემს წინ ჯდება..
- რა ხდება?? მგონი რაღაც სერიოზულია..- ვეუბნები და ეშმაკურად ვუღიმი..
- ოოჰჰ.. ჰანა უნდა დამეხმარო..
- კარგი მაგრამ ამიხსენი ყველაფერი..
- დენი... არ ვიცი რა გავაკეთო..ძალიან მაბნევს მისი ქცევები..
- რას გულისხმობ?- ძალიან დავინტერესდი..
- ზოგჯერ ჩემს მიმართ თბილია და მგონია , რომ მოვწონვარ მაგრამ ზოგჯერ ისეთი ცივია , რომ მგონია ვძულვარ..
- კამილ გთხოვ დაწყნარდი დენს მე დაველაპარაკები..დენიელი ეგივე დენი ჩემი მეგობარია და ამავდროულად ჩემი უფროსი.. ახლავე მოგიყვებით თუ როგორ გავიცანი ის..

YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...