III ნაწილი

12 1 0
                                    


დაიწყო ყურებიდან,გადავიდა ტვინში,შემდეგ მოედო  მთელ სახეს,ტანს. გრძნობ როგორ აღწევს ტვინის განსაკუთრებულ ნაწილში. გჭამს,ვერ ისვენებ ამავდროულად ძალიან დიდი სიმშვიდე გეუფლება.ხედავ ფერებს,ფერებს რომლებიც გაბედნიერებს,გეღიმება ბედნიერი ხარ არსებობით,კმაყოფილება ისადურებს. გადიხარ სამყაროს ფარგლებს გარეთ,ხედავ უკიდეგანობას,ცდილობ ჰორიწონტი შეამჩნიო მაგრამ არ ჩანს. არ არსებობს დასაწყისი,დასასრული და წერტილი. სივრცეში ხარ სადაც უბრალოდ შენ ქმნი ყველაფერს,ყველა საგანს,ყველა არსებას,ან უბრალოდ არსებობ,მხოლოდ შენ და შენი გრძნობები რომლებსაც ამ მომენტში განიცდი.თითქოს დაფრინავ, ჰაერში ხარ მსუბუქად.თითქოს არაფერი გაწუხებს,თავისუფალი ხარ,ფრთები გაქვს და შეგიძლია იფრინო უკიდეგანოდ.გულის ცემა იმატებს,ემოციები უფრო მეტად გაწვება და ცდილობ შენი გონების პატარა მცველებით დააკავო თავის ადგილას. არ გაანადგურო,არ მისცე გამოსვლის უფლება,ბრძოლობ მაგრამ როდემდე გასტან ეს ბრძოლა?! ან ვინ იქნება გამარჯვებული?არა,გთხოვ არა! 1.....2...........3.

                " რა ლამაზია" პირველი რაც კი ენაზე გადგება.უყურებ ცას და უბრალოდ ფრთები გინდება რომ გქონდეს,შემდეგ გახსენდება 1 წუთის წინანდელი აზრები და ხვდები რომ ფიქრებით ბევრად შორს შეგიძლია გაფრინდე. აკვირდები ღრუბლებს და ნაძვის წიწვებს,როგორ ლამაზად ერწყმიან ერთმანეთს.თავი ნახატის გმირი გგონია სადაც ყველაფერი შერწყმულად არის აღბეჭდილი.გიხარია რომ სამყაროს ნაწილი ხარ,მცირედი ნაწილი. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 16, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Into the mist III ნაწილიWhere stories live. Discover now