1 თავი

444 34 5
                                    

-ყველაფერი ჯიმინის ბრალია- საუბარი დაიწყო თეჰიონმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული და გაღიზიანებული უყურებდა სკამზე მჯდომ ჯანგკუკს- შენც იცი რომ ის ყოველთვის ჩვენ შორის იდგა ყველაფერში ცეკვიდან დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული. მას იუნგი ყავდა და მასთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრმაა და ვერ დააფასა იუნგის გრძნობები. ის ყოველთვის ცდილობდა ჩვენ შორის ჩამდგარიყო და გამოდიოდა კიდეც. მისი ბრალია ასე რომ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა, მისი ბრალია, რომ ასე გაცივდი ჩემს მიმართ, მისი ბრალია, რომ საერთოდ ყურადღებას აღარ მაქცევ, მისი ბრალია, რომ სასაუბრო დროც კი არ გვრჩება, ის რომ თავიდანვე არ ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში და საერთოდ არ გაგვეცნო უკეთე...
-გეყოფა-დაიღრიალა ჯანგკუკმა და ხელი მაგიდას ისე ძლიერად დაარტყა რომ ლამის გატეხა, თეჰიონი კი შეშინებული უფრო აეხუტა კედელს, თითქმის შეერწყა.
- არ გრცხვენია თეჰიონ? ყველაფერს ჯიმინს რომ აბრალებ იქნებ დაფიქრებულიყავი და შენ თავშიც გეპოვა დამნაშავე? როგორი ეგოისტი ხარ, არც კი მჯერა რომ ადრე ამას ვერ ვხედავდი და მეგონა მიყვარდი. და ყველაზე ცუდი იცი რა არის? უმადური ხარ თეჰიონ! ჯიმინი, რომ არა შენი აზრით აქ იქნებოდი? მას, რომ არ გამოყოლოდი შენ გგონია ქასთინგზე მოხვდებოდი? და გგონია საერთოდ, რომც მოხვედრილიყავი დაგიტოვებდნენ? ეგეც, რომ არ იყოს რაც ჯიმინმა გაგიკეთა იმის მეასედი მითხარი, რომელმა ჩვენგანმა გაგიკეთა? მითხარი!-ჯანგუკი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა. სიბრაზისგან მაგიდას ისე ძლიერ უჭრდა ხელს, რომ ლამის შემოატყდა. კიდევ უფრო შეშინებული თეჰიონი კი თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და არ იცოდა რა ეთქვა, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც იაზრებდა, რომ ჯანგკუკი მართალი იყო!
-მეე...მე...-ამოიკნავლა თეჰიონმა
-შენ შენ, რა? შენც კარგად იცი რომ მართალი ვარ. და უკეთესი იქნება თუ პასუხს არ გამცემ. ან რა უნდა მითხრა? რა გაქვს სათქმელი? არაფერი, უამდური ეგოისტი და ბრმა ნაბიჭვარი ხარ. შენ თვითონ გაანადგურე ჩვენი ურთიერთობა, შენ თვითონ არ გსურდა არასდროს ჩემთან საუბარი, რადგან ყურადღების ცენტრში მარტო შენ უნდა ყოფილიყავი, რადგან არასდროს აქცრვდი არავის ყურადღებას, მითუმეტეს თუ კამერას დაინახავდი, რა გინდა გარეგნობაც ხელს გიწყობს. საკუთარი თავის იქით ვერავის ვერ ხედავ. ჩემთან ყოფნაც მარტო იმიტომ გინდოდა, რომ მე უფრო მეტი ფანი მყავდა ვიდრე დანარჩენებს და ჩათვალე, რომ კარგი წყვილი ვიქნებოდით და შენი ფანების რაოდენობაც მოიმატებდა და ასეც მოხდა. ჩვენ ურთიერთობა საერთოდ არ გვქონია მხოლოდ სიყალბე იყო ხალხის დასანახად.შენ საერთოდ ვერაფერს ამჩნევდი, შენ ისიც ვერ შეამჩნიე როგორ დავახლოვდით მე და ჯიმინი სანამ ჩვენი ფანები უფრო მეტი არ გახდა ვიდრე შენი. არ გაბედო და შენი თავი ჯიმინს არ შეადარო არ გაქვს მაგის უფლება! ის ყოველთვის ჩემთან იყო, როცა რაღაც ცუდი ხდებოდა, ან როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ან თუ რამე პრობლემა მქონდა ის სულ ცდილობდა მოსმენას და დახმარებას. სულ ჩემთან იყო და არა მარტო ჩემთან თეჰიონ, შენთანაც იყო და საერთოდ ყველასთან! ის ყოველთვის ყველაზე ზრუნავდა და მზად იყო ყოველთვის ყველას დახმარებოდა. მას არასდროს არავინ არ ავიწყდებოდა, როცა რომელიმე ჩვენგანი არ იყო ან დაჯილდოებაზე, ან გადაცემაში, ან მნიშვნელობა არ აქვს სადმე თუ ერთერთი ჩვენგანი მაინც აკლდა, ის ყოველთვის ახსენებდა იმას, რომელიც არ იყო,შეიძლება ჩვენ არც გაგვხსენებოდა, მაგრამ მას არასდროს ავიწყდებოდა. აი მაგალითად, შენ როცა ჰვარანგის გადაღებებზე იყავი მან გახსენა და ფანებს თხოვა წარმატებები ესურვათ შენთვის, ან არემი, ფანმითინგზე, რომ არ იყო და ტელეფონით დაურეკა, რათა ფანებს დალაპარაკებოდა, ან შუგა რანის ეპიზოდში, რომ არ იყო ისევ მან ახსენა, რომ ენატრებოდა და უნდოდა მალე დაბრუნებულიყო. და კიდევ ასეთი არაერთი ფაქტია და ეს შენც კარგად იცი! მაგრამ შენ ბრმა ხარ, თეჰიონ! არ გინდა შენი თავის იქით ვინემს დანახვა! თავიდან ძალიან თბილი, მეგობრული, ბავშვური და საყვარელი იყავი და ალბათ ამიტომ მეგონა, რომ შემიყვარდი. თუმცა, სისულელეა. მე სულ ჯიმინი მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება! შენ კი გირჩევ, ის წერილი რაც ჯიმინს ადრე დაუწერე ხშირად წაიკითხო და მიამატო ხოლმე რაღაცები, რომ არ დაგავიწყდეს, რამდენი რაღაც გააკეთა ჯიმინმა შენთვის უანგაროდ და რომ აღარ მოგინდეს მისი შენი ცხოვრებიდან გაქრობა. რაც შეეხება იუნგის და ჯიმინს, ეგ საკითხი შენ არ გეხება. ჯერ ეს ერთი, რომ შენ ჯიმინისას ვერ გაიგებ იმიტომ, რომ ჯიმინი იმიტომ კი არ არიდებდა თავს იუნგის რომ ბრმაა და ვერ ხედავდა როგორ უყვარდა იუნგის ის, პირიქით რომ ხედავდა მაგიტო არიდებდა, რადგან არ უნდოდა მისთვის გული უფრო ეტკინა და იმედი მიეცა, ის შენსავით თვალთმაქცი არაა. და მეორე თვალები გაახილე თეჰიონ! რომ ამბობ ჯიმინი იუნგისთან უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ იუნგის უყვარს და ჯიმინი ბრმააო, შენც კარგად იცი ვისაც მართლა უყვარხარ და ვინც მართლა გიყვარს, ვის გამოც ხშირად გავიწყდება შენი ეგოიზმი და თავს სისულელეებს ნუ აჯერებ, რომ ის შენ გასუსტებს, პირიქით თეჰიონ ის შენ გაძლიერევს, უფრო კეთილს და საყვარელს გხდის და შენი თავის და მის ტანჯვას გირჩევნია შენ სიულელეებს გადააბიჯო და დაელაპარაკო. ტყუილუბრალოდ ნუ ტანჯავ იმ ბიჭს!- დაასრულა იმედგაცრუებულმა ჯანგკუკმა და დატოვა ოთახში მარტო მომტირალი თეჰიონი, საკუთარ თავთან და მწარე სიმართლესთან ერთად!

მოკლედ ხალხო იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი პირველი ნაჯღაპნია😁💜
მინდა რომ თქვენი აზრი გამიზიაროთ და თუ რამე შენიშვნა გექნებათ დააკომენტარეთ და აუცილებლად გავითვალისწინებ💜

დანაკლისი!Where stories live. Discover now