🍒''🌸"🍒

220 21 19
                                    

გოგო ალუბლის აყვავებული ხის ქვეშ იწვა და გაზაფხულისა და ალუბლის ყვავილების სურნელს ღრმად ისუნთქავდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები თავქვეშ ამოედო და ფეხები გადაეჯვარედინებინა. უკვე საღამოვდებოდა. მზე ისევ ჯიუტად იკავებდა ადგილს ცის თაღზე, მაგრამ სუსხი მაინც იგრძნობოდა. გოგოს კი მხოლოდ თეთრი, მუხლამდე კაბა ეცვა, რომელზეც ვარდისფერი წინწკლები მიმოფანტულიყვნენ. გაზაფხულის სიო შიშველ კიდურებზე ელამუნებოდა და ოდნავ ჟრუანტელს გვრიდა მის სხეულს. სახეზე არანაირი ემოცია ეტყობოდა. სჩანდა, ადგომას ჯერ კიდევ არ აპირებდა. როგორ შეეძლო ასე უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო? ის ხომ მას ელოდა. მას, ვინც იცოდა, რომ არასდროს მოვიდოდა, ამიტომ ყოველ ჯერზე, ალუბლის პირველ ყვავილობაზე, ასე იწვა ამ ხის ქვეშ და მის არ მოსვლას ელოდა.

იმ ყველაფრის შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა... თუმცა, შეიძლება არც ისე დიდი - 3 წელი. მაგრამ გოგოსთვის ეს დრო სამ სიკვდილს უდრიდა. სამ სიცოცხლეს და სამჯერ სიკვდილს.

დღეს, ნაშუადღევს სკოლიდან ბრუნდებოდა. ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული დღე იყო. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ იმ სურნელით აივსებოდა მისი ფილტვები, რომელიც მასში ყოველთვის უცნაურ მოგონებას იწვევდა. არ იცოდა ეს გრძნობა სიხარული იყო თუ ტკივილი, რადგან მისი ჩასუნთქვის დროს ორივეს გრძნობდა. იცოდა ასე რატომაც ხდებოდა. ალუბლის ყვავილებს ხომ მასთან სიყვარულს სურნელი მოჰქონდა. სიყვარულს კი თან ორივე ემოცია ახლავს.

- ჯონგინ, ერთად როდემდე ვიქნები? - ჩაილაპარაკა და მომღიმარი სახით გახედა ქუჩის გადაღმა ეზოში მდგარი ალუბლის აყვავებულ ხეს.

"- მანამდე, სანამ ალუბლის ყვავილები სურნელს შეიცვლიან" - გოგოს გონებაში გაისმა წარსულისგან დამძიმებული ხმა. მოეჩვენა რომ ის ისეთი მკაფიო აღარ იყო, როგორც ადრე, თითქოს გაუფერულებულიყო. გული რაღაც უცნაურად ეტკინა. თავი ისევე მარტოსულად იგრძნო, როგორც მაშინ, სამი წლის წინ, როდესაც ის საშინელი ამბავი გაიგო. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა და ახლა უკვე ამღვრეული თვალებით გახედა ქუჩის გადაღმა მომზირალ ალუბლის აყვავებულ ხეს.

ალუბლის ყვავილებიWhere stories live. Discover now