თავი 20

683 63 8
                                    

დილით მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა მაღვიძებს , მე კი ზლაზვნით ვდგები საწოლიდან.. სააბაზანოში შევდივარ და ცხელი წყლის ქვეშ ვინაბები...

სააბაზანოდან გამოვდივარ და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. ისე უნდა მოვიქცე როგორც ყოველთვის.. საბოლოოდ ღია ნაცრისფერ ნაჭრის შარვალს და შავ ზედას ვირჩევ.

სამზარეულოში მივდივარ და ჩემთვის ომლეტს ვამზადებ , შემდეგ კი გემრიელად მივირთმევ

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

სამზარეულოში მივდივარ და ჩემთვის ომლეტს ვამზადებ , შემდეგ კი გემრიელად მივირთმევ...

საუზმის დასრულების შემდეგ გარეთ გავდივარ და სამსახურისკენ მივდივარ.

შენობაში შევდივარ ,მაგრამ საბედნიეროდ ის ერთი ადამიანი იქ არ მხვდება, ამიტომ ჩემი კაბინეტისკენ მივიწევ.
შევდივარ თუ არა მაშინვე სავარძელში ვეშვები და ღრმად ვსუნთქავ. ამ დროს კარებზე კაკუნი მესმი.
- მობრძანდით- ვამბობ.
კარები იღება და მაშინვე დენს ვხედავ.
- ჰეი.. როგორ ხარ?- მეკითხება , ჩემსკენ მოიწევს და მეხუტება..
- კარგად შენ?
- მეც კარგად.. ჰანა დარწმუნებული ხარ , რომ უკვე მზად ხარ?
- კი დენ.. თან, რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდე ჩემი ცხოვრების რიტმს..
- გასაგებია.. დღეს თათბირი გვაქვს.. და დილანიც იქ იქნება..
- კარგი მოვალ..
- ჰანა შეგიძლია არ მოხვიდე - მითხრა წყნარად..
- არა დენ, უკეთესია თუ მოვალ..
- ძლიერი ხარ..- მითხრა დაკიდევ უფრო ჩამეხუტა. ამ დროს კარები გაიღო და დილანი შემოვიდა. სახეზე კი ბრაზი აღბეჭვდოდა..
- ჰანა მე გავალ. თათბირზე შევხვდებით - მითხრა დენმა.
-კარგი- ვუთხარი და გავუღიმე

დენი კაბინეტიდან გავიდა, დილანმა კი მაშინვე დაკითხვა დაიწყო..
- ვინ არის?- წყნარად მკითხა მაგრამ ეტყობოდა , რომ მალე თავის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა.
- ჩემი მეგობარი- მეც წყნარად ვუპასუხე..
- მგონი მხოლოდ მეგობარს არ ჰგავს.!- ცოტა ხმას აუწია.
- და რომც არ იყოს მერე შენ რა?.. შენ ჩემი ცხოვრება არ გეხება.. და ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვს! ეს უფლება დიდი ხნის წინ დაკარგე ,გაიგე?!- მეც ავუწიე ხმას.. დილანმა ხელი მკლავში ჩამავლო და კედელზე ამაკრა , ხელები კი ჩემს ირგვლივ დააწყო , ხოლო სახე ისე ახლოს მოიტანა, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.
- არასდროს არ თქვა ,რომ შენი ცხოვრება მე არ მეხება..- ხმა ისევ დაუმშვიდდა მაგრამ მაინც ძალიან ბრაზობდა..- უფლებას არავის მივცემ , რომ შეგეხოს.. ჩემს გარდა ამის უფლება არავის აქვს- კბილებში გამოცრა.. უნდა ვაღიარო, მისი სიყტვები მესიამოვნა მაგრამ მაინც გავბრაზდი.
- როგორ მეუბნები მაგას.. 6 წლის წინ მომატოვე გახსოვს?!..- ჩემს სიტყვებზე სახე შეეხვალა..- ან საიდან იცი , იქნებ ამ დროის განმავლობაში მყავდა ვინმე- ჩემს ამ სიტყვებზე კი გაიცინა და უფრო ახლოს მოვიდა.
- ნუ მატყუებ საყვარელო, ვიცი , რომ არავინ გყავდა- კიდევ უფრო გაიზარდა ღიმილი მის სახეზე- იცი საიდან?. მე ყოველთვის გადევნებდი თვალს... არასდროს არ მიმიტოვებიხარ..- მშვიდად მითხრა..
- მაშინ სად იყავი როდესაცა ძალიან მიჭირდა?- მეც მშვიდად ვკითხე.. მაგრამ როგორც ჩანს ეს კითხვა არ უნდა დამესვა.. ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან.
- ჰანა.. მე ვერ მოვიდოდი.. რაც გავაკეთე საჭირო იყო.. ყველაფერი საჭირო იყო.
- რას ნიშნავს საჭირო იყო დილან?!- მისი ხელებისგან თავი გავინთავისუფლე და კედელს მოვშორდი..- მაშინ გამოჩნდი როდესაც  უკვე ყველაფერი დალაგებული მქონდა ცხოვრებაში.
- არ გაგიხარდა , რომ ცოცხალი ვარ?!- ნაწყენმა მკითხა.
- რა სისულელეებს ამბობ. რათქმა უნდა გამიხარდა მაგრამ..
- მაგრამ რა ჰანა?!.- მკითხა შემდეგ ღრმად ამოისუნთქნა და ხელები თმაში შეიცურა.- მიყვარხარ..
-რა?- გაოცებულმა ვკითხე..
- რა და მიყვარხარ. ყოველთვის მიყვარდი.. ძალიან მიჭირდა შენს გარეშე ყოფნა ,მაგრამ ესე იყო საჭირო.. შენ.. შენ ისევ გიყვარვარ.?- მკითხა და თვალებში ჩამხედა. მის თვალებში კი იმედს ვკითხულობდი მაგრამ, ეს უნდა მეთქვა..
- არა. არა დილან აღარ მიყვარხარ- წყნარად ვუთხარი მაგრამ ახლა ჩემს გულში და გონებაში ნამდვილი ქაოსი იყო.. ჩემი სიტყვების გამო საკუთარი თავი მძულდა და ცრემლები მახრჩობდა.
- კი მაგრამ შენ მითხარი ,რომ გენატრებოდი.. რომ გინდოდა ჩემთან ყოფნა.
- კი მართალია გითხარი... ისიც მართალია, რომ საშინლად მენატრებოდი და თავს მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი , მაგრამ შემდეგ ცხოვრება გავაგრძელე და დაგივიწყე დილან. მაპატიე.- ვუთხარი და მის ჩამქრალ თვალებსა და დამწუხრებულ სახეს მზერა ავარიდე.
- კარგი- მითხრა და კაბინეტიდან გავიდა..

My LoveTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang