-ძალიან ცივა. ნუთუ შენ მანდ არ გცივა?პრინციპში გრძნობ სიცივეს?
მანდ როგორია?შენთან მინდა ბექი.შენი მომღიმარი სახის დანახვა მინდა ბექ-ჩანიოლს ნაზი ღიმილი გადაეფინა სახეზე მისი სახელის ხსენებისას. სულ ეღიმებოდა როცა მის სახელს ამბობდა.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა.
სამარისებური სიჩუმე რასაც ბექიონი ვერ იტანდა.
-მელაპარაკე.
ისევ სიჩუმე.
-რამე მითხარი ბექ.
ისევ სიჩუმე.
-ოჰ...ბექიონ....
ისევ სიჩუმე.
ისევ....
ისევ....
და ისევ,და,ისევ,და ისევ.
-გახსოვს ბექ...იმ დღეს მე ჩემს ჩვეულ საქმეს რომ ვაკეთებდი შენ კი შენსას...უცებ გამომხედე და გაგეღიმა. შენს ღიმილზე მეც გამეღიმა ბექ...ოღონდ შენ ეს არ დაგინახავს. მერე ჩემთან მოხვედი და მკითხე ეს წიგნი მერამდენედ უნდა წაიკითხო-ო...მე გითხარი იქამდე სანამ შენთან მოსულ ლურჯ პეპელას ხელით არ აუქშევთქო. შენ გაბრაზებულმა შემომხედე და თქვი რომ ამას არასოდეს იზამდი და ეს მეც კარგად ვიცოდი. გამეცინა ბექ.გახსოვს?რატომ არ მცემ პასუხს ბექ...ეჰჰ-ამოიხვნეშა გორილასავით მაღალმა ბიჭმა რომელიც ბალახზე ისე იყო წამოგორებული ვინმეს რომ დაენახა იფიქრებდა სადარდებელი არ აქვს და ცხოვრებით ტკბებიაო.
ის, ლურჯი პეპელა და მიწა.
მიწაში ბექიონი.
ბიჭმა თავი გააქნია ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ერთი ძლიერი ნაპასი დაარტყა.
-გახსოვს ბექ, სულ მიშლიდი მოწევას. გაბრაზებული მოხვიდოდი სიგარეტს გამომართმევდი და ისე მოისროდი გეგონება ამაში ცენტები არ მქონდეს დახარჯული. არადა ამას სულ აკეთებდი. შენ ეწეოდი მე კი ამის უფლებას არ მაძლევდი. ერთხელ მითხარი 'შენ არ უნდა მოწიო ჩან, შენ უნიკალური ხარ.'-ბიჭს გაეღიმა-ახლა სად ხარ ბექ? ახლა მე აღარ მეკუთვნი. ახლა შენ მიწის საკუთრება ხარ. მე შენს თავს მიწას ვაბარებ ბექ...მიყვარხარ ბექ...მალე შევხვდებით ბექ...
* * *
გოგონა ჩუმად მიაბიჯებს წყნარ ქუჩაში და ფიქრობს დრო როგორ გაიყვანოს.
უცებ წიგნის მაღაზიასთან ჩერდება და ფიქრობს რომ წიგნის წაკითხვა მშვენიერი იქნებოდა მითუმეტეს მაშინ როცა წვიმას აპირებს.
გოგონა მაღაზიაში შედის და მაღალ ბიჭს ხედავს რომელიც წყნარად ზის და წიგნს კითხულობს.
გოგონას დანახვაზე დგება და ჟოლოსფერ თმებს ხელით ისწორებს.
-გამარჯობა.
-სალამი.
-რით დაგეხმაროთ?
-უბრალოდ ისეთი წიგნი მინდა რომლითაც დროს გავიყვან.რამე პატარა და საინტერესო საკითხავი.
-შემიძლიათ ახალი წიგნი გირჩიოთ. გუშინ შემოიტანეს მგონი სულ გათავდა მაგრამ დარჩენილი უნდა იყოს რამდენიმე.
ბიჭი დგება და უამრავ წიგნში იკარგება. ორი წუთის მერე გახარებული გამოდის წიგნით ხელში და გოგონას უწვდის.
გოგონა წიგნს უყურებს
'Black Butterfly Byun Baekhyun' პაკ ჩანიოლი.
-ლურჯი პეპელა ბიზნეს ბექიონი?
-დამიჯერეთ არ ინანებთ.-უღიმის ბიჭი.
-კარგით მომეცით.გოგონა სახლში შედის ჩანთას კარებთან აგდებს, ოთახში შედის და წიგნს შლის.
'ჩემი ცხოვრების პირველ, და უკანასკნელ სიყვარულს ბიონ ბექიონს'
-საინტერესო ჩანს-იღიმის გოგონა და კითხვას იწყებს.ორი საათის შემდეგ აღტაცებული გამოდის დედამისის გვერდით ჯდება ხელებზე ებღაუჭება.
-ეს უბრალოდ წიგნი არარის დედა. ეს..არვიცი სიტყვებიც კი ზედმეტია იმის ასაღწერად თუ როგორ უყვარდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ბექიონი, და როგორ აღმერთებდა მის წერა სწორ თმებსა და მარწყვივით ლამაზ ტუჩებს. ღმერთო ეს უბრალოდ საოცრებაა და მე მინდ...-გოგონას საუბარს საინფორმაციო აწყვეტონებს რომელიც აცხადებს.
-დღეს, ერთ-ერთი წიგნის 'Black Butterfly Byun Baekhyun'ანუ BBBB-ს წიგნის პოეტი მა პაკ ჩანიოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც გვაცნობებენ მისი ბოლო სიტყვები იყო'ისევ ერთად ბექ. ყველგან ერთად'
——————-
უბრალოდ მუზა მომაწვა და ეს ერთთავიანი ცოტა უაზრობა ისტორია ჩემგან თქვენ☺️
იმედია მოგეწონათ🖤
YOU ARE READING
'Blue Butterfly Byun baekhyun'
Short Story'ისევ ერთად ბექ, ყველგან ერთად ბექ'-იყო ჩანიოლის ბოლო სიტყვები...