ერთი კვირა! კიდევ ერთი, დაწყევლილი კვირა გავიდა, რაც დილანი არ გამოჩენილა.
მასზე ძალიან ვნერვიულობ მაგრამ მეთმა მითხრა , რომ დილანი თვითონ გადაწყვეტდა როდის დაბრუნებულიყო.
ძალიან მომენატრა!.. მისი თვალები მომენატრა! მისი სურნელი მომენატრა , რომელიც მთელი ექვსი წლის მანძილზე მაკლდა..
ნამდვილი იდიოტი ვარ!!.. როგორ ვუთხარი დილანს , რომ არ მიყვარდა და რომ დავივიწყე..
მას გული საშინლად ვატკინე!.
რომ დაბრუნდება აუცილებლად ბოდიშს მოვუხდი , მაგრამ არ ვიცი მაპატიებს თუ არა.. რომც არ მაპატიოს მართალი იქნება..***
კამილი კაბინეტში სწრაფად შემოდის და ჩემს წინ ჯდება.. ეტყობა , რომ ძალიან აღელვებულია. ნეტავ რა მოხდა?
- კამილ ყველაფერი რიგზეა??- ვეკითხები დაინტერესებული.
- არა ჰანა.. არ არის..
- რა მოხდა?
- დენი..
- აჰამ.. შენი აღელვების მიზეზი მხოლოდ დენი შეიძლება იყოს..- ვუღიმი- კარგი... და იქნებ უფრო დაწვრილებით მომიყვე ყველაფერი..
- ჰჰმმ.. კარგი.. მოკლედ- ღრმად სუნთქავს და აგრძელებს- რამდენმე დღის წინ სამსახურში ცოტა გვიან მომიხდა დარჩენა , დენიც სამსახურში იყო.. როცა საქმეებს მოვრჩი , მან წაყვანა შემომთავზა მე კი დავთანხმდი.. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია.. როდესაც სახლამდე მიმიყვანა , მე სწრაფად ჩამოვედი მანქანიდან , ისიც უკან გამომყვა.. შემდეგ გამაჩერა და მაკოცა.- ასრულებს თხრობას..
- და?.. მერე ეგ კარგი არ არის?
- არა ჰანა.. არ არის..
- კამილ წესიერად ამიხსენი ვერაფერი გავიგე..
- იმ დღის შემდეგ უცნაურად იქცევა.. თავს მარიდებს.. თითქოს საერთოდ არ ვარსებობ- თქვა და უეცრად სახე ცრემლებმა დაუსველა.. კამილი ყველას არ ჰგავს.. ის განსხვავებულია.. ძალიან მგრძნობიარეა... არა , რაღაც უნდა ვიღონო...დენთან დალაპარაკებას აზრი არ აქვს მაინც არ მომისმენს.. ჯიუტია!.
- კარგი კამილ დაწყნარდი.. ყველაფერი მოგვარდება..***
სამუშაოს დასრულებისთანავე სახლში წავედი , პიჟამა ჩავიცვი და ტელევიზორთან დავჯექი..
ჩემი საყვარელ სერიალს ზებუნებრივს ვუყურებდი.. მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა..
- ჰანააააა- ბოლო ხმაზე ყვირის ემილი.. მე კი ტელეფონს გვერდით ვწევ , რომ არ დავყრუვდე..
- ემ რა ხდება?
- მოკლედ, შენთან მოვდივარ მოემზადე , კლუბში უნდა წავიდეთ... შენი აზრი არ მაინტერესებს!!.. მე გითხარი და წამოხვალ!. და ხოო რამე ლამაზი ჩაიცვიი..
-კარგი , კარგი გავიგე.- ვუთხარი და სწორედ ამ დროს ძალიან კარგი მაგრამ ბავშვური იდეა მომივიდა თავში!- ეეეემმმ..
- გისმენ..
- ჰმმ. მოკლედ მომისმინე.. დენს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.. უნდა მიხვდეს , რომ კამილზე უარი რაღაც სისულელის გამო არ უნდა თქვას..
-ჯანდაბა!!.. მივხვდი შენს ჩანაფიქრს!..- ცოტახნით გაჩუმდა , შემდეგ კი ყვირილი დაიწყო..- ჰააანნააა.... მოკლედ , დღეს მეთის ერთი მეგობარი დევიდი ჩამოვიდა და ისიც აპირებს კლუბში წამოსვლას... ვფიქრობ ყველაფერი კარგად ჩაივლის.. ავუხსნი ყველაფერს და ვეტყვი , რომ კამილთან ახლოს იყოს..
- კარგი.. მეც დავურეკავ კამილს და ყველაფერს მოვუყვები..-ტელეფონი გავთიშე.
YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...