დავინახე დილანის მრისხანე თვალები , რომელიც მე და ჯეისს დაგვყურებდა.
-რა ჯანდაბაა?!- კბილებში გამოსცრა დილანმა. ჯეისისკენ გაიწია და დაარტყა.მე დილანს მივვარდი და უკან გამოვწიე
- რას აკეთებ?!- ვუთხარი და მკლავზე ხელი ჩავჭიდე.
- რას ვაკეთებ?! ჰანა ამას სერიოზულად მეკითხები.. - კიდევ ჯეისისკენ წავიდა მაგრამ შევაჩერე. - წამომყევი!- მითხრა , მკლავზე ხელი წამავლო და კარებისკენ წამიყვანა. უკან გავიხედე და ჯეისს შევხედე. ძალიან ცუდად არ გამოიყუებოდა , პირიქით მიღიმოდა და თითქოს მისი სახის გამომეტყველება ამბობდა „ ხომ გეუბნებოდი’’.დილანმა გარეთ გამიყვანა და კედელს ამაკრო , თვითონ კი წინ დამიდგა.
-ეს რატომ გააკეთე?-უკვე დამშვიდებული ხმით მეუბნებოდა.
- რას გულისხმობ?- კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და ეშმაკურად გავუღიმე.. არ ვიცი მგონი მისი წვალება ცოტა არ იყოს მომწონს :დ..
- ჰანა.... რატომ აკოცე იმ ნაბიჭვარს?- უფრო მომიახლოვდა.
- მინდოდა...- მშვიდად ვუპასუხე.. ჩემმა პასუხმა აშკარად გააბრაზა.. მისი თითქოს დამშვიდებული სახე ბრაზმა , წყენამ და ამავდროულად სევდამ შეცვალა.
- რას ნიშნავს გინდოდა?!- ხმას მოუმატა.- არ შეგიძლია სხვას აკოცო!!
- რაა? ვითომ რატომ არ შემიძლია ვინმეს ვაკოცო? აკრძალული მაქვს?!- მისმა სიტყვებმა გამაბრაზა.. თვითონ ვიღაც ძუკნა , ქათამთან იწყებს „ურთიერთობას“ და მე სხვასთან კოცნის უფლებაც არ მაქვს...
- დიახ! აკრძალული გაქვს... არავის არ აქვს უფლება შეგეხოს და გაკოცს... ეს მხოლოდ მე შემიძლია.-მითხრა და კიდევ უფრო მოწია ახლოს სახე.. მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე მეცემა და მაბნევს... როდესაც ჩემთნ ასე ახლოსაა ყოველთვის ვიბნევი და ჩემი სხეულის კონტროლს ვკარგავ.
- შენ ვერ შემეხები..- ვუთხარი. შევეცადე ეს ყველაფერი მკაცრად მეთქვა , მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. ჩემი ხმა კატის კნავილს გავდა.
- ოოჰჰ.. მართლა?.. დარწმუნებული ხარ? - მითხრა და გამიღიმა.
- კ-კი..- ვუთხარი.. ვცდილობდი ჩემს პასუხში დამერწმუნებინა მაგრამ არა.. ზუსტად ვიცი ეს ვერ შევძელი.
- ვიცი ,რომ ჩემი ყოველი შეხევა გაბნევს.. კოცნის დროს ნაწილებად იშლები.- უფრო ფართოდ გაიღიმა
- საიდან მოიტანე.. ეს ასე არ არის..
- გინდა გამოვცადოთ?..
- რ..რას გულისხმობ?
- შევანოწმოთ..-მითხრა, ჩემსკენ უფრო დაიხარა და მისი ბაგეები ჩემსას შეახო...
YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...