და მაინც დავფიქრებულვართ რამდენ გრძნობას იტევს ჩვენი თვალები? და რა მშვენიერნი არიან ისინი , როცა გვიყურებენ ... არ აქვს მნიშვნელობა რა ფერისაა ისინი ფირუზივით ცისფერი თუ ზურმუხტივით მწვანე ან იქნებ ქვესკნელივით შავი? ფერი კი არა ის გრძნობაა მშვენიერი ,რომლითაც გიცქერიან. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი თვალებით ,ყველას თვალებში ვაცქერდებოდი და თითქოს ამ თვალებში არსებული საიდუმლოს ამოცნობას ვცდილობდი,ვცდილობდი გამეგო რა გრძნობით მიცქერდნენ ისინი ... მინახავს თვალები სიხარულით რომ ელავენ , თვალები ,რომლებიც სინანულით დაღონებულან და თვალები, რომლიდანაც სევდისგან ცრემლები ცვიოდა და მაინც რა მშვენიერი იყო თითოეული მათგანი... ისეთი მშვენიერი როგორც მზის ჩასვლა , როცა გული გიჩერდება და ცდილობ დროც გააჩერო, რომ ეს წამები არ დასრულდეს , ისეთივე მშვენიერი ,როგორც ღამით ცაზე ვარსკვლავები ,რომლებიც ჩვენი გონების კარებს აღებენ და უნებართვოდ ფიქრს გვაწყებინებენ... ფიქრს და ოცნებას ...ოცნებას რომლითაც ვცოცხლობთ💙
იცით რატომ ვაღმერთებ მოდილიანს?
ის თვალებს მხოლოდ მაშინ ხატავდა ,როცა მის სულს შეიცნობდა 💫 ასეა განა პირველად თვალებში ჩახედვის შემდეგ არ გვიყვარდება? განა არ შეგვიძლია ამოვიცნოთ რა გრძნობით გვიყურებენ ისინი? ცხოვრებაში უამრავ ადამიანს ვხვდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ რამდენიმე მათგანის თვალებია ჩვენთვის... ჩვენი ცხოვრება თვალებში ჩახედვით იწყება და თვალებში ჩახედვითვე მთავრდება ... დედის თვალები რომელსაც თვალის ახელვისთანავე ვხედავთ და რომლებიც მთელი ცხოვრება მზრუნველად გვიცქერიან.. მამის თვალები რომელიც ყველა ჩვენ ნაბიჯს
სიამაყით შეჰყურებენ... იმ მეგობრის თვალები , რომელსაც მთელ ჩვენს ცხოვრებას ვუძღვნით და თვალები რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან ,,მისი თვალები"...
და სიკვდილის წინ თვალები , რომლებიც აცრემლებული შეგვყურებენ ... ალბათ, ვფიქრობთ თუ რა მშვენიერი არიან და მათი მშვენიერება მიგვყვება იქ...
და მათ რა მიჰყვებათ ვინც თვალებს ვერ ხედავენ სიკვდილის წინ?
ფიქრი იმ მშვენიერ თვალებზე , რომლებმაც მათი ცხოვრება შეცვალა...და თვალებდახუჭულნი დუმდებიან...