1/1

1.1K 128 35
                                    

გამხელა

"ვბედავ და წერილს ვწერ თქვენთვის ბატონო კიმ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ამას ვერასოდეს წაიკითხავთ.
მე მსოფლიოში ყველაზე სულელი ადამიანი ვარ მე თქვენ შემიყვარდით.
ვიცი დანაშაულია ის ფაქტი, რომ კაცს კაცი არ უნდა შეუყვარდეს, მაგრამ მე ამას დავმალავ
იცით თქვენზე რამდენი მიოცნებია, თქვენს თვალებზე, რომლებიც ყოველთვის ავისმომასწავლებელი იყო, მაგრამ მხოლოდ მე შემეძლო მის უკან დამენახა ის კეთილი თეჰიონი, რომელსაც მალავდით.
თქვენ გამომიწოდეთ დახმარების ხელი, ამ ქვეყნად  თქვენ მომაბრუნეთ სიკვდილისგან.
მანამდე მე მეგონა, რომ ყველაზე უსარგებლო ნივთი ვიყავი,
თქვენ მასწავლეთ, რომ წარმოვადგენ ღირებულს. თქვენ მასწავლეთ ბრძოლა, ამ ცხოვრებასთან.
თქვენ წამომაყენეთ და სიარული მასწავლეთ,  მე კი შემიყვარდით.
დავაშავე.

ვერ ვბედავ ამაზე გელაპარაკოთ, რადგან მეშინია,
მახსოვს დედაჩემი სიყვარულზე მიჰყვებოდა, მეუბნებოდა ის საოცარი გრძნობაო,  რომელიც შენს ძირეულ ცვლილებებს იწვევს თქვენ კი ეს გამოიწვიეთ ჩემში,
თავიდან ვებრძოდი ამ გრძნობას. ვცდილობდი დამემალა,
ყველანაირად ვცდილობდი, მაგრამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ყოველ დილით, როცა თქვენ თვალებს ვხედავდი ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ სიცოცხლე მიღირდა.
ერთ დღეს შემეშინდა, როცა მიყვირეთ,  გული მეტკინა, მაგრამ სიყვარულმა თქვენს მიმართ ეს ტკივილიც დაივიწყა.
თქვენი ყოველი ამოსუნთქვა გულს მიჩქარებდა.
მე თქვენით ვცოცხლობ და ვვარსებობ.

ამ წერილს, როცა ვწერ მგონია უფრო ვიცლები გრძნობებისგან. ამის შესახებ ვერავის ვეუბნები,
დღეს კი უდროოდ გადავწყვიტე დამეწერა გული მეტკინა, როცა ერთ გოგოზე მკითხეთ, როგორ მოვექცეო არ ვიციო.
მითხარით მომწონსო, მე იმ დროს გავიყინე,  რადგან გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
ვხვდები,რომ გკარგავთ, მაგრამ მე არ შემიძლია ეს ვთქვა.
სუსტი ვარ და ვერ დავიცავ ჩემს სიყვარულს, რომელიც ჩემთვის აკრძალულია.
თქვენ მე უმცროსი ძმასავით მიყურებთ.
მსიამოვნებს, როცა პატარა ბაჭიას მეძახით, მაგრამ გაჩვენებთ, რომ მაღეზიანებს.
მიყვარს თქვენი სიცილი, რომელიც მარტო მე მაქვს ნანახი ის ისეთი ბავშურია მაშინ მივხვდი, რომ თქვენ კედელი აღმართეთ ყველასთან.
მე ვნახე თქვენი ცრემლები, როცა გაგტეხეს და მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ეგ თვალები დამეკოცნა, რომელიც ცრემლით იყო სავსე, მაგრამ არ გავაკეთე შემეშინდა.
მე თქვენ მიყვარხართ კიმ თეჰიონ"

წერილები ბატონი კიმ თეჰიონისთვისWhere stories live. Discover now