"ცხოვრება ძალიან ცუდად მეხუმრება! ხომ შეიძლება ერთხელ მაიც ბედის ბორბალი სწორად დატრიალდეს? არა! მე სულ უბედური უნდა ვიყო და ეს ჩემი დევიზია.. დედაჩემი და მამაჩემი დაშორდნენ ჩემ გამო, რადგან ჩემი პატარა ნაკლი: უფრო კონკრეტულად ჩემი სიმუნჯე: მამაჩემს ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ მე რა უნდა ვქნა? მე ხომ არ ამირჩევია ჩემი ბედი? მე რატომ მთვლის დამნაშავედ? რატომ მოგვეგცა ესე? რას ერჩის დედაჩემს? რას?.."
ცრემლი ჩემი დღიურის ფურცლებს დაეცა და მეც შევწყვიტე წერა. 16 წლის განმავლობაში, დღეს პირველად მივდიოდი სკოლაში და ჩემი ნერვები ალბათ ამას ვერ გაუძლებდა, ამიტომაც ამომასხა ამ დილა უთენია და დედაჩემის წინაშე, ცხარე ცრემლებით ვტიროდი.
-რატო ტირი?-დედამ მხარზე მომითათუნა და შეეცადა დღიურის ჩანაწერების წაკითხვას, მე სწაფად დავხურე დღიური და სწრაფადვე მოვიწმინდე ცრემლები- რა იყო?-დედაჩემს თვალს ვარიდებდი, მან კი მძიმედ ამოისუნთქა-არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად ჩაივლის, მე სულ შენთან ვიქნები.. თუ არ მოგეწონება სკოლაში, მაშინ მითხარი და გამოგიყვან- უკომენტაროდ დავტოვე მისი ნათქვამი, ჭამა დავასრულე და გარეთ გამოვედი. გული საშინლად სწრაფად მიცემდა, იქნებ არ მიმიღონ? ცემა დამიწყონ? ისინი მე ვერ გამიგებენ და დამცინებენ!? ეს ფიქრები საშინლად მაშინებდენენ. მე შევქმენი ჩემი რეალობა სადაც არავის არ მოვწონვარ ჩემი ნაკლის გამო, და იმდენად მივეჩვიე ასეთ სამყაროს, რომ უკვე დედაჩემის სიყვარულსაც ვერ ვამჩნევდი. ჩემი ეს ნაკლი, საშინლად მიფუჭებდა ცხოვრებას, მაგრამ მე არ მინდოდა ამის გამოსწორება.. უფრო სწორედ არ შემეძლო.
სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან მშურდა ყველა იმ ხალხის ვინც კარგად მღეროდა, მეც მინდა.. მეც მინდა ასეთი ბევრი ფანი მყავდეს რომლებსაც მოსწონთ ჩემი ნიჭი და ჩემი ხმა, მაგრამ მე არც ერთი და არც მეორე არ მაქვს!
სკოლა ჩემი თვალით რომ დავინახე და მის ირგვლივ კიდევ ამდენი მოსაუბრე ბავშვები, გული კინაღამ საგულედან ამომივარდა: "ღმერთო!" არ ვიცი შოკისგან თუ აღფრთოვანებისგან წარმოვთქვი ეს ფრაზა გულში, როდესაც ერთი საშინლად ლამაზი ბიჭი დავინახე, მანაც დამინახა, გაფართოებული თვალები დავხუჭე, თავი დავხარე და გზის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ვიღაცამ ხელი დამიჭირა და შემაჩერა:
-შენ აქ ახალი ხარ?- "საიდან იცის რომ ახალი ვარ?". შემოვტრიალდი და ის ბიჭი დავინახე, გული გამიჩერდა, სუნთქვა დამავიწყდა და კანკალი დავიწყე, რა მჭირდა არ ვიცოდი, მეშინია? კი მაგრამ რისი?-მე შენი კლასელი ვარ-გამიღიმა, მას კურდღელივით კბილები ქონდა-დირექტორმა მითხრა შენ შესახებ, და როგორც კლასის პრეზიდენტმა, უნდა მოგიარო- "მოგიარო? ამ ხალხს უხელო ვგონივარ? უბრალოდ ლაპარაკი არ შემიძლია და თავს გავუმკლავდები" გულში კი ვფიქრობდი ამას, მაგრამ ბიჭს უბრალოდ თავი დავუკარი-მე ჯონგქუქი მქვია, შენ ჯიმინი როგორც ვიცი-მე გავუღიმე თანხმობის ნიშნად-კარგი, წამომყევი, დირექტორთან შეხვედრა არაა აუცილებელი, პირდაპირ კლასში წავიდეთ.
ჩემი კლასი A-2 იყო, სკოლაში ყველაფერს ვათვალიერებდი, გუქმა ყველაფერი მაჩვენა, გოგოების ტვალეტის მდებარეობაც კი.. კლასში როცა შევედით ყველამ შემოგვხედა. უცბად გუქს ვიღაც გოგო ზურგზე შემოახტა, გუქმა ჩამოსვა, შეუტრიალდა და ტუჩებში აკოცა, მე მაშინვე თავი გავწიე
-საზიზღრობაა ხომ?-მომესმა უცნობი ხმა, შემოვტრიალდი და ქერათმიანი ბიჭი დავინახე, იგი წყვილს უყურებდა და ისეთი სახე ეჭირა თითქო პირღებინება უნდოდა
-მოკეტე!-დაემუქრა გუქი-შენ ჯერ ვერ გაიგებ რა არის სიყვარული, პატარა ხარ-თითქოს დასცინაო
-არ ვიცოდი თუ სიყვარულს ხუთ გოგოსთან ერთად განიცდი-ამ სიტყვებზე მე გაკვირვებულმა შევხედე გუქს, გოგომ კი სახეზე გაულაწუნა მას.
-ტეჰიონ! აუცილებელია ყველაფერი გააფუჭო? ეხლა მარტო 4 გოგო დამრჩა-დაცინვით თქვა ბიჭმა, გოგომ ტირილი დაიწყო და კლასიდან გავარდა-ჯიმინ შენ ჩემ გვერძე დაჯექი-უსიტყვოდ დავუჯერე მის ბრძანებას
-გუქ! ხვალ სტუდიაში ხომ გამომყვები?
-სიმღერა დაწერე?
-უკვე დიდი ხანია, მაგრამ სტუდიაში ვერა და ვერ წავედი რომ ჩავწერო
-კაი, გამოგყვები, ვის უნდა მიუძღვნა ეგ სიმღერა?-თითქოს სარკაზმით თქვა გუქმა
-შენ თუ გინდა? ან კიდევ ჯიმინს-"მე? მე რა შუაში ვარ?" სიმართლე რომ გითხრათ ჩემ თვალში ეს ორი იდეალურები იყვნენ, სიმღერებს წერდნენ, მღეროდნენ, და შესანიშნავი გარეგნობა ქონთად, შესაბამისად ყველას უყვარდა, თავი დავხარე, ტეჰიონი ვერ მიუხვდა ამ ჩემ მოქცევას და ეგონა რომ მაწყენინა-მაპატიე, რამე არასწორი ვთქვი-მე მაშინვე ავწიე თავი და თავი დავუქნიე 'არას' ნიშნად.
გაკვეთილებმა ჩაიარეს ისე რომ არც არავინ არ დამლაპარაკებია, ლანჩის დროს კი გუქთან და ტეჰიონთან ვიჯექი, რომლებიც თავიანთ მუსიკაზე საუბრობდნენ
-რაზე დაწერე სიმღერა?
-სიყვარულზე, როგორც ყოველთვის.. შენ? შენ არ აპირებ დაწერას?
-ჯერ არ ვიცი, ალბათ უფრო კავერს ჩავწერ
-რომელ სიმღერაზე?
-ეგეც არ ვიცი-მე უკვე მოვრჩი ჭამას და ადგომა მინდოდა,მაგრამ გუქმა ისევ დაიჭირა ჩემი ხელი და ისევ დამსვა-მომისმინე, მე არ ვიცი მუნჯური ენა თუ რაც ქვია-თავი მოიფხანა-ამიტომაც შენი ნომერი ან ემაილი მომეცი რომ მოგწერო ხოლმე-მე ცოტა დავიბენი მაგრამ მერე როცა მოვტვინე, ხელით ვაჩვენე რომ პასტა და ფორცელი მოეცა, მან მაშინვე ამოიღო ჩანთიდან და გამომიწოდა, მეც ჩავუწერე, კლასში დავბრუნდი და შემდეგი გაკვეთილისთვის მომზადება დავიწყე..../საერთოდ, ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ.. არ მინდოდა ფიკის დაწყება, მაგრამ დამ და მეგობარმა დამაძალეს👌😂 ამიტომაც.. ვოტ👆👌, არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ მეპატიება სიდებილეების წერა, რადგან პირველად ვწერ ფიკს. გავაგრძელო? სარანჰე💜/
YOU ARE READING
₪{Only One Word }₪
Fanfiction"მე ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან ბევრს ფიქრობს, მაგრამ არ ლაპარაკობს.. მაგრამ გუქმა უსიტყვოდაც იცის რომ ძალიან მიყვარს" - ეს იყო მისი ბოლო წარწერა დღიურში რომელმაც გუქი ცხარე ცრემლებით აატირა!