1 თავი

228 16 10
                                    

დილის ექვსი საათი იყო. თენდებოდა.
მაგიდასთან ვიჯექი, ფეხები სკამზე დამეწყო და წიგნს დავშტერებოდი.
ჯერ კიდევ ბნელოდა.. არ ვიცი, თუ როგორ ვახორციელებდი ან საერთოდ როგორ შემეძლო აქამდე არ დამეძინა.
წიგნს თვალს არ ვაშორებდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, მრავალი კითხვა მაწუხებდა და ვიტანჯებოდი.
დღეს ალბათ ზედმეტ დოზაზე მეტი წამლები მივიღე.
დრო საშინლად გაიწელა, ფანჯრის შუშაზე ნელ-ნელა დაცემული სხივები აირეკლნენ და როგორც იქნა ბნელი ოთახი გაანათეს.
ეს ფაქტი მეზიზღებოდა, გულს მირევდა.
სულ მინდოდა, რომ სიბნელე ყოფილიყო, ჩემთვის მარტოს ისეთივე ცხოვრება გამეგრძელებინა, როგორც აქამდე.
და აი ჯანდაბა... ფიქრებში გართულმა ყავა ქვემოთ დავაქციე, დამცინავად გადავხედე ყავით მოსვრილ არემარეს და გულში შევიგინე კიდეც.

მარტო ვცხოვრობდი, სრულიად მარტო, ადრე ძაღლი მყავდა ქეითი ერქვა, მაგრამ ზედმეტად სევდიანი ცხოვრების გამო გარდაიცვალა.
ძაღლი პატროს ჰგავდა და აქედან შეიძლება დაასკვნათ ვისზეც იყო საუბარი, ჰაჰ, რა თქმა უნდა ჩემზე.
არ მიყვარდა ხალხმრავალი ადგილები, არც ბევრი საუბარი მიყვარდა, ვერ ვიტანდი მეტად ცანცარა ხალხს. მეზობლებთან ყოველგვარი კონტაქტი მქონდა გაწყვეტილი. არ ვმუშაობდი, მაგრამ გაინტერესებთ, თუ საიდან მქონდა საარსებო წყარო? ეს ალბათ წიგნების წერამ გამოიწვია... არ მიყვარდა უწიგნური ხალხი, მაგრამ ზედმეტად წიგნიერებაც როგორც მოგეხსენებათ არ შეიძლება.
ადამიანმა თავის იმედებზე, ნდობაზე და გრძნობაზე უნდა ააგოს შემდეგნაირი ურთიერთობები და არა წიგნის მიხედვით და მასზე დაყრდნობით.

ყველას თავისი აზრი გააჩნია და ერთფეროვნება თავისთავად მოსაბეზრებელია.
რაც შეეხება წიგნებს.
მე ვწერდი მათ. ჩემი დიზაინითვე ვაფორმებდი, ვხატავდი. მკითხველს რომ გადაგეშალა სულაც არ ეგონებოდა, რომ ეს წიგნი გულჩათხრობილი და ერთი ცხოვრება მობეზრებული პიროვნების მიერ იყო გამოცემული.

არ ვაჩენდი ჩემს ტკივილს, რა თქმა უნდა საქმეს გულით ვეკიდებოდი. აბა, ისე უგულოდ გაკეთებული არაფერი ვარგა. არ მინდოდა მკითხველი აუტანელი ტკივილითა და წუხილით გაჟღენთილიყო... მინდოდა თბილი ღიმილითა და რეალური ცრემლებით დაემთვარებინათ ჩემი ყოველი ნაწარმოები. ჩემ მიერ დაწერილ წიგნებს ვაბარებდი, საიდანაც შემდეგ საკმაოდ დიდი შემოსავალი მქონდა, შეიძლება თქვენთვის არა, მაგრამ მე კი ნამდვილად მყოფნიდა.
ზეზე წამოჭრილი, ფარდებს მივუახლოვდი, რადგან სინათლე ისევ სიბნელით დამეფარა, მაგრამ ის იმდენად ძლიერად კაშკაშებდა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო.
ფარდის გამოწეულ ნაჭერს ხელი მჭიდროდ მოვკიდე, ფარდა უნდა გამეწია, მაგრამ მოიცა... აქ შემდეგნაირი სურათი დამხვდა.
ბნელ ცაზე ამომავალი მზის სხივები ღრუბლებს მოვარდისფრო ფერს აძლევდნენ, ეს ყველაფერი უფრო ბამბის ნაყინს წააგავდა ვიდრე ღრუბლებს. სიბნელე მიწურული ცა ახლა უკვე ცისფერ და კაშკაშა ფერებს იძენდა. მზე კი უსირცხვილოდ ამოჭრილიყო ცის კამარაზე.
გამეღიმა.. რამოდენიმე წუთი ამ ყველაფერს შევციცინებდი და რატომღაც ის იდეა შემომაწვა, რომ ეს ყველაფერი და მსგავსი პეიზაჟი წიგნის გაფორმებისთვის გამომეყენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის მოყვარული ვიყავი, სილამაზეს ყველაფერში ვამჩნევდი, თუნდაც პატარა საგნებშიც კი, მაგრამ ჩემზე ლამაზი მაინც არავინ იყო.
დიახ, მე კიმ თეჰიონი ვარ.
ბნელი მხარეებით, რომელსაც იმის იმედი აქვს რომ ეს სიბნელე მალე სინათლით შეიცვლება და გამოჩდება ისეთი სულიერი, ვინც ამას შეძლებს.

იმედია მოგეწონებათ. კრიტიკას ვიღებ.
თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.

იმედის მსხვერპლი.Where stories live. Discover now