1/1

1.9K 153 17
                                    


— გცივა? — თეჰიონი შენს ხელს იღებს და ტუჩებისკენ მიაქვს, ცხელ ჰაერს უბერავს რომ სიცივისგან გაყინული თითები გაგითბოს, შემდეგ კი თქვენს თითებს ხლართავს და მის ჯიბეში გაყოფინებს ხელს, სადაც სახლივით თბილა.

— უკვე არა. — უღიმი და მეორე ხელით მის თმას ასწორებ, წითლდები ზედმეტი სიახლოვისგან მის სახესთან და წინ იყურები, ქვედა ტუჩს იკვნეტ.

— დარწმუნებული ვარ ახლა გცხელა კიდეც. — კმაყოფილი ამბობს შენი გახურებული ლოყების დანახვის შემდეგ. მართლაც მთლიანად ხურხარ შიგნიდან, მისი სიახლოვე შენში იმდენ გრძნობას რევს ერთმანეთში, რომ შეიძლება გასკდე ამ ყველაფრისგან.

— გეყოფა...— მხარზე ნელა ურტყამ ხელს და წინ იყურები, ხეები გაშიშვლებულია, მათზე არ არის არც ერთი ფოთოლი, რომელსაც შეუძლია ის გაათბოს, რა სამწუხაროა რომ ამ ცივ ზამთარს ხეები სრულიად გაშიშვლებული მარტოდ არიან დარჩენილი. ისევე როგორც შენ, თუმცა შენ თეჰიონი გყავს, ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გილამაზებს, გათბობს ამ ცივ დეკემბერს და ყოველთვის გაძლევს ღიმილის მიზეზს.

— ცხელი შოკოლადი? — თეჰიონი წარბებს ზევით ზიდავს და ქუჩის კუთხეში მდებარე კაფესკენ (დიახ, სწორია კაფესკენ და არა კაფისკენ) განიშნებს, რომელიც ძალიან მყუდრო და თბილი ჩანს, ზუსტად ამ ამინდის შესაბამისი, ამიტომ თავი სწრაფად დაუქნიე თანხმობის ნიშნად.

შენი აზრები გამართლდა, კაფეში შესვლისთანავე სითბო იგრძენი, ხალხი თითქმის არ იყო, იქ მყოფი ნამდვილი ბუხარი კი იმდენად ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ აშორებდი.

— აქაურობამ შენი ყურადღება უფრო მიიქცია, ვიდრე მე. — ცოტათი ნაწყენი ხმით თქვა თეჰიონმა, თუმცა იღიმოდა შენი სიცივისგან გაყინული ცხვირის დანახვაზე, რომელზეც მოგჩქმიტა.

— არა თეჰიონ, შენ ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს ყურადღებას იქცევს. — დრამატულად ამბობ და ორივეს სიცილი ავსებს პატარა კაფეს. თეჰიონმა ხელები წელზე მოგხვია და მაგიდისკენ გაგიძღვა, რომელიც ღია ყავისფერი ხისგან იყო დამზადებული, თუმცა ამის მიუხედავად ის თბილი აღმოჩნდა. შენი შეყვარებული წინ დაგიჯდა და ცხელი შოკოლადი შეუკვეთა რომ გამთბარიყავით უფრო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 03, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გცივა? Where stories live. Discover now