-რა გაცინებს?-ჩემმა საქციელმა ძალიან გააკვირვა გუქიც, ტეჰიონიც, და ჩემი კლასელებიც. ადგილიდან ავდექი, ჩაწითლებული თვალებით შევხედე გუქს, ის შეშინებული მიყურებდა, მე კიდევ ერთხელ მწარედ გადავიხარხარე, და გუქს სახეზე გავულაწუნე..
საუკეთესო სცენაა ხომ? ჩემი გული პატარ-პატარა ნაკუწებად იყო დაშლილი, თვალები მშრალი მქონდა მაგრამ გულში ბოლო ხმაზე ვტიროდი და ვყვიროდი!
გუქმა ლოყაზე ხელი დაიდო, კვლავ მე შემომიტრიალდა და თითქოს ელოდებოდა კიდევ რაღაც ქმედებებს ჩემგან:
-მაპატიე!-წუთიერი დუმილის შემდეგ მითხრა მან-არ ვიცი რატომ გავაკეთე, ის რაც გავაკეთე! უბრალოდ მინდოდა შენთვის დამემტკიცებინა რომ მართლაც მიყვარხარ და ალბათ უარესი გავაკეთე?!-მან თავი ჩაღუნდა, მე თავი დავაქნიე და ცრემლები გამოვუშვია.ამ სიტყვებმა მთლიანად გადამიტრიალა ყველაფერი! ამჯერად მოვიშორე ჩემი 'ნიღაბი' და ტირილი დავიწყე. ცრემლები თბილი იყო, მთლიან სახეს მისველებდა მაგრამ ამავდროულად მითბობდა. მომეშვა! გუქს გულმკერდზე ლაღად მუშტი დავარტყი და მერე მანდვე დავდე თავი! ვტირი! მწარედ ვტირი! მაგრამ რატომ? დარწმუნებული ვარ საქმე კოცნაში არაა! მე რაღაც სხვა მაწუხებს! მაწუხებს თუ მაბედნიერებს? ნუთუ გუქს მართლაც ვუყვარვარ? ნუთუ ღმერთმა დედამიწაზე ჩემთვის ისეთი ადამიანი გამოაგზავნა რომელსაც ჩემი ნაკლის მიუხედავად, შევუყვარდები? ეს სიხარულის ცრემლებია? ცრემლები რომლებიც მათბობს!
"რატომ დავარტყი?!" ვუწყრებოდი ჩემ თავს! და მართლაც! თუ მე მაბედნიერებს ეს კოცნა, მაშინ რატომ დავარტყი? "ალბათ ბოდიში უნდა მოვუხადო" ვუმტკიცებდი ჩემ თავს! მაგრამ ზარი დაირეკა.. გონს მოვედი, გუქს მოვშორდი, ცრემლები მოვიწმინდე და ჩემ დაფითრებულ კლასელებს შევხედე
-ჯიმინ! კარგად ხარ?-მკითხა ტეჰიონმა, მე კი თავი დავუქნიე კის ნიშნად.
თვალები ისევ გუქისკენ გამექცნენ, ის დაბნეული ჩანდა და თითებს ათამაშებდა. კლასში მასწავლებელი შემოვიდა და მალევე ყველა ჩვენს ადგილებზე ვიჯექით.
სკოლის მერე, სწრაფად წავედი სახლში, დედაჩემთან ვივახშმე, და ჩემ საძინებელში დავბრუნდი. მალევე ტელეფინზე ესემესი მოვიდა:
YOU ARE READING
₪{Only One Word }₪
Fanfiction"მე ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან ბევრს ფიქრობს, მაგრამ არ ლაპარაკობს.. მაგრამ გუქმა უსიტყვოდაც იცის რომ ძალიან მიყვარს" - ეს იყო მისი ბოლო წარწერა დღიურში რომელმაც გუქი ცხარე ცრემლებით აატირა!