"ტურნესთვის მზადება" თავი 13

49 1 0
                                    

როგორც კი ეს მითხრა,ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და კმაყოფილი ღიმილით ვკითხე:

-მისტერ ჰემინგს,ხედავთ რა შეიძლება მოხდეს,თქვენს დას თუ არ დაუჯერებთ?

ისეთი საყვარელი იყო,რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი-დიდხანს ხმას არ იღებდა,მაგრამ ბოლოს საყვარლად დაიკრიჭა და მიპასუხა:

-მაპატიე,პრინცესავ-გპირდები,რომ ამიერიდან ყოველთვის დაგიჯერებ.

ჩემი საყვარელი ძამიკო-მართლაც,რამდენის გადატანა მოუხდა ჩვენი მშობლების დაღუპვის შემდეგ-ვფიქრობ,რომ ჩვენ შორის ყველაზე მეტად ის იტანჯებოდა,მაგრამ ამას არავის აჩვენებდა-ვხვდებოდი,რომ ამ მხიარული,სიცოცხლით აღსავსე ბიჭის მიღმა იმალებოდა ადამიანი,რომელიც ჯერ კიდევ იტანჯებოდა მშობლების დაკარგვის გამო,მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა ტკივილის დამალვას და იმ საქმეზე კონცენტრირებას,რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა

დიდხანს ვიჯექი ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს,მაგრამ ბოლოს ფართოდ გავუღიმე,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-გოლიათო,როგორ გამიმართლა,რომ შენნაირი საყვარელი და მზრუნველი ძამიკო მყავს

-ჩემო საყვარელო პინგვინო,მეც ძალიან გამიმართლა,რომ შენნაირი დაიკო მყავს-ძალიან მიყვარხარ-ჩურჩულით მითხრა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა-ბოლოს კი შემომხედა და ღიმილით მითხრა:

-ჩემო ლამაზო პინგვინო,რაღაც მინდა,რომ გკითხო

-რა მოხდა,ლუკ?-ცნობისმოყვარე გამომეტყველებით ვკითხე და თან ფართოდ გავუღიმე-მანაც არ დააყოვნა და მაშინვე მკითხა:

-მალე ტურნეს ვიწყებთ-არ გინდა,ჩვენთან ერთად წამოხვიდე?

დიდხანს ვიჯექი ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს-უბრალოდ ვუღიმოდი-ბოლოს კი მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-აუცილებლად წამოვალ,გოლიათო.

როგორც კი ეს გაიგო,მომშორდა,შუბლზე მაკოცა,წამოხტა და ოთახიდან ღიღინ-ღიღინით გავიდა-თან მომაძახა:

-მოემზადე,პრინცესავ-ხვალ მივემგზავრებით

არაფერი მითქვამს-უბრალოდ ჩუმად ვიცინოდი,მაგრამ ბოლოს,როცა ძალა გამომეცალა,თავი ბალიშში ჩავრგე და მაშინვე მკვდარივით ჩამეძინა.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang