საღამოა.
ცა ახლახანს გალურჯდა,ამ ლამაზმა ფერმა არემარე გააკრთო თავისი მშვენიერებით.
უკვე ვარსკვლავებიც აკიაფდნენ ცის კამარაზე.
საშუალო სიმაღლის ბიჭი ქვაფენილით მოფენილ ვიწრო ქუჩაზე მისეირნობს.
ხშირად შეჰყურებს მთვარეს,რომელიც იმდენად ახლოსაა მასთან,რამდენადაც შორს.
სულ ეშინოდა,მხოლოდ მთვარე არ დამრჩეს მეგობრადო და რისიც ყველაზე მეტად გეშინია,ყოველთვის მისი მონა ხდები.ბიჭი მთვარის მონა იყო.
მოდიოდა და ნახევარმთვარეს მიმსგავსებოდა მისი ლამაზი თვალები,თან ნებისმიერი შემხვედრი იგრძნობდა,როგორ ირეკლებოდა მის თვალებში სამყარო.
მისი ყავისფერი,თითქოსდა ნაღვლით სავსე თვალები პატარა ვარსკვლავებზე მეტად კაშკაშებდნენ.
ბიჭი არ ჩერდებოდა. მან ხომ ზეპირად იცოდა ეს უბნები. მეგობართან აუჩქარებელი ნაბიჯებით მიაბოტებდა,შიგადაშინ იღიმოდა.
ნეტავ რა აღიმებდა?ვიწრო ქუჩა არ სრულდებოდა.
ან მას ასე ეჩვენებოდა.
ამინდი თბილი იყო.
გაზაფხულის ამინდი იყო.
ყვავილობის პერიოდი იყო.თითქმის ყველა სახლის ფანჯარა გამოეღოთ,ალბათ ხალხი ცდილობდა ამ პერიოდით ტკბობას.
არცაა გასაკვირი,ბიჭსაც უყვარდა გაზაფხული.
ვიწრო გასასვლელი,რამდენიმე მსხვილ ქუჩად დაიკლაკნა.
ერთ-ერთი მათგანიდან შოპენის ჰანგები ესმოდა. გაოცებისგან ნაბიჯს აუჩარა და სულ გადაავიწყდა მეგობართან ვიზიტი.
დიდ ნაბიჯებს დგამდა,თითქმის მირბოდა და აი მიადგა განსხვავებულ ატმოსფეროს.თითქოს ამ უბნებისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროს.
სამყაროს,რომლის უცხოობა საკმაოდ იზიდავდა.
ფორტეპიანოს ჰანგები საშინლად სასიამოვნოდ ედებოდა. სადაც იყო სიამოვნებისგან იქვე გაწვებოდა,რომ კიდევ რაღაცამ მონუსხა.