სეზონი მეორე- თავი მეორე (1/2)

507 60 32
                                    

ჯონგუკს არ შეხედე, არ გინდოდა მის თვალებში ჩახედვა. შენ ძალიან კარგად იცოდი ,რომ ეს მხოლოდ მისია იყო შენი გრძნობებითვის კი ყურადღება არ უნდა მიგექცია.

მაგრამ გრძნობების გაკონტროლება არ შეგეძლო. ისევ მანქანასთან დგახარ და წვიმაც იწყება. ცას ახედე. ისე ჩანდა თითქოს ცა შენი გულის ტკივილის გამო ტიროდა. ხელები გადააჯვარედინე და მიწას დააკვირდი ,, ბედნიერი ვარ, რომ წვიმს". ამას იმიტომ იძახი, რომ ცრემლების დამალვა შეგეძლო.

ვიღაც მოვიდა და პიჯაკი მხრებზე შემოგახვია , ის თეჰიონი იყო. მან ჯონგუკს შეხედა, რომლის თვალები მთლიანად შენსკენ იყო მიპყრობილი. მაშინ როცა აგენტები ჯონგუკს ბორკილებს ადებდნენ თეჰიონმა კარი გაგიღო და მანქანაში ჩაჯექი. თეჰიონი წინ დაჯდა და მანქანა დაქოქა.

თეჰიონი სარკიდან გიყურებდა , შენ დაკარგულს გავდი. ერთი სიტყვაც არ გითქვამს თეჰიონისთვის როცა 3 წელზე მეტი გავიდა.

(თეჰიონი)- კარგად იმუშავე

(შ/ს)- ოდესმე იმედები გავაცრუე?

(თეჰიონი)- რა ხდება

(შ/ს)- დავიღალე

(თეჰიონი)- დღეს კარგად დაიძინე.

თეჰიონმა მარტივად უპასუხა, რადგან შენი ნათქვამის რეალურ აზრს ვერ ჩაწვდა. შენ ყველაფრისგან იყავი დაღლილი. მთელი გზა ჩუმად იყავით. ალბათ იკითხავ რა მოხდა? როგორ გახდა ეს ყველაფერი მისია?

[ორი წლის წინ. ნამჯუნის ოთახში]

ეს ის დრო იყო როცა ჯიმინი დაიჭირე. ნამჯუნის ოფისში იყავი და სიმართლისგან შოკირებული იჯექი.

(შ/ს)- ანუ ჯონგუკია რეალური ლიდერი.

(ნამჯუნი)- დიახ, პარკ ჯიმინი უბრალოდ თამაშობდ

(შ/ს)- ანუ ეს არის ჩემი მისია? ის დავიჭირო?

(ნამჯუნი)- ეს ისაა რაც სხვებს უნდა აჩვენო. ბანდას შეუერთდები და მის ნდობასაც დაიმსახურებ. ეტყვი რომ აგენტი ხარ და კიას დატოვებ

საიდუმლო მისია // ჯ.ჯკ  Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz