POWER OF MUSIC!

32 6 10
                                    


-რატომ მოგწონს ეს სიმღერა?!
-სიმღერა?! შეიძლება სიმღერაც მომწონდეს.
-შეიძლება?
-დიახ, შეიძლება.
-აბა რა მოგწონს?!
-მე უფრო ის მომწონს რასაც ეს სიმღერა აღძრავს ჩემში.
-რას გულისხმობ?!
-ვგულისხმობ, იმ გრძნობას რომელიც სიმღერის მოსმენის დროს მეუფლება.
-და რას გრძნობ?
-ზუსტად არ ვიცი. გაურკვეველი გრძნობაა, თუმცა მომწონს, ძალიან მომწონს. ეს თითქოს რაღაც კარგს მახსენებს და თან სევდიანს. ტირილი მინდება, მაგრამ ამავე დროს ღიმილი. თითქოს დეპრესიაში მაგდებს, მაგრამ ასევე მაცეკვებს. არ ვიცი, ამ გრძნობას სახელს ვერ ვუძებნი, ჩემთვის უცხოა, თუმცა ყველაზე ნაცნობი. ვერ ვხსნი რას ვგრძნობ, ან უბრალოდ ამას სხვები ვერ ხვდებიან. როცა ეს ბგერები ჩამესმის ყურში მთელ სხეულშუ ჟრუანტელი მივლის. მე სწორედ ეს მომწონს, ამოუნობი, იდუმალი და ჩუმი გრძნობა, რომელიც ყოველთვის არ ჩნდება, ან თუ ჩნდება იმდენად ძლიერია რომ ღრმა კვალს ტოვებს. მომწონს, საშინლად მომწონს და მინდა რომ მუდამ ჩემში დარჩეს, თუმცა სიმღერის დამთავრებასთან ერთად ქრება. ამიტომ ვცდილობ ყველა წამით ვისიამოვნო და თუკი გრძნობა არა, მოგონებები მაინც დავიტოვო გულში. ხვდები ეს რას ნიშნავს?! ვგრძნობ და ამასთანავრ ვერ. სიგიჟეა არა?!
-ნამდვილად.
-ნამდვილად. სიგიჟე და გაურკვევლობა. მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი. ხედავ რამხელა ძალა აქვს ერთ უბრალო მუსიკას?! დამანგრეველი.
-აღმაშფოთებელი.
-დიახ, დიახ, სწორად აღნიშნე. აღმაშფოთებელი. ყოველთვის როცა ვუსმენ ვცდილობ ამოვიცნო ეს გრძნობა. ჩემი გონების ყველა წერტილს ვძაბავ, იქნებ როგორმე მივხვდე რა ჰქვია მას, თუმცა არ გამომდის. ყველა მცდელობის შემდე ვხვდები რომ მასთან უძლური ვარ. ეს აღმაშფოთებს, ეს მაკვირვებს, მაოცებს.
-და მაინც რა არის მუსიკის ძალა?! რატომ მოსწონთ ასე ძალიან ადამიანებს ამ უბრალო სიტყვებისგან შექმნილი მელოდია?
-უბრალო სიტყვებისგან შექმნილი მელოდია?! ცდები, ჩემო კარგო. ეს უბრალო სიტყვები კიარა ეს უდიდესი ემოციებისა და გრძნობების მატარებელია. ეს უბრალო სიტყვა, როგორც შენ აღნიშნე, უდიდეს ტკივილს იტევს, ბედნიერებას აფრქვევს და იმ ისტორიას გვიყვება რაც მის შემქმნელს გადახდა თავს. ეს უბრალო სიტყვები მსმენელს ამშვიდებს და წყვეტს ამცხოვრებას. ის სიზმრების სამყაროში გადაჰყავს, სადაც ყვრლაფერი ისე ხდება როგორც მას სურს, სადაც იგი თავს ბედნიერად გრძნობს. ხალხი მას ეჯაჭვება და მოსწონს ის რასაც სიმღერა მათ უკეთებს. განა ესარასდროს გიგრძვნია?!
-არ ვიცი.
-ღმერთმანი, როგორ თუ არ იცი?!
-მე არ მჯერა სიმღერის ძალის.

N.
July 10. 2018.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 27, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

POWER OF MUSIC! Where stories live. Discover now